ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა 2023 წლის მსოფლიოს 100 საუკეთესო ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა. ჩამონათვალში „ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. კვარაცხელია საუკეთესო ასეულში მე-12 პოზიციას იკავებს.
შეგახსენებთ, The Guardian-მა ხვიჩა გასული წლის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორისაც დაასახელა. მაშინ ქართველი სიაში მე-40 პოზიციაზე იყო წარმოდგენილი.
The Guardian-ის სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება:
- ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი)
- ჯუდ ბელინგემი (მადრიდის რეალი)
- კილიან მბაპე (პსჟ)
- ჰარი კეინი (მიუნხენის ბაიერნი)
- როდრი (მანჩესტერ სიტი)
- ვინისიუს ჯუნიორი (მადრიდის რეალი)
- მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
- კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)
- ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი)
- ლიონელ მესი (ინტერ მაიამი)
რაც შეეხება ფეხბურთის სხვა ცნობილ ვარსკვლავებს, რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) სიაში მე-17 პოზიციაზეა, კრიშტიანუ რონალდუ (ალ-ნასრი) ჩამონათვალში 27-ე ადგილს იკავებს, ქარიმ ბენზემა (ალ-იტიჰადი) კი 36-ე პოზიციას სჯერდება.