რომელ ქალაქებს სტუმრობს ყველაზე მეტი ტურისტი?

რომელ ქალაქებს სტუმრობს ყველაზე მეტი ტურისტი?

კომპანია MasterCard-ი ყოველწლიურად აწარმოებს კვლევას (Global Destinations Cities Index), თუ რომელ ქალაქებს სტუმრობს ყველაზე მეტი უცხოუელი ტურისტი. კვლევა 132 დიდ ქალაქს მოიცავს. 2015 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი, 18.8 მილიონი ტურისტი ინგლისის დედაქალაქს – ლონდონს ესტუმრა. მეორე ადგილზეა ტაილანდის დედაქალაქი – ბანგკოკი 18.2 მილიონი ტურისტით. 2012-2013 წლებში ბანგკოკი ლონდონსაც უსწრებდა. მესამეზე კი პარიზია 16 მილიონი ტურისტით.

ტურისტების რაოდენობა ყველაზე სწრაფად (21%-ით) შრი ლანკას დედაქალაქ კოლომბოში მატულობს. ზოგადად, აზიაში ტურიზმის სწრაფად ზრდის გამოკვეთილი ტენდენციაა. ტურისტების რაოდენობის მხრივ 10 ყველაზე სწრაფად მზარდ ქალაქს შორის 7 აზიური ქალაქია. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *