რომელ ქვეყნებშია ყველაზე მაღალი ხელფასები მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით?

რომელ ქვეყნებშია ყველაზე მაღალი ხელფასები მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით?

ფოტო: Yuliia Kokosha / Getty Images

 

მედიასაშუალებები ხშირად აქვეყნებენ საშუალო ხელფასების რეიტინგს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ან პოლიტიკურ-ეკონომიკური გაერთიანების შიგნით. თუმცა უმეტეს შემთხვევაში კონკრეტული სახელმწიფოების ხელფასების შედარება არარელევანტურია. მიზეზი კი ისაა, რომ ყველა ქვეყანაში განსხვავებული ცხოვრების დონე და, შესაბამისად, ხარჯებია.

ამიტომაც შეერთებული შტატების კონკრეტულ შტატში არსებული საშუალო ხელფასის შედარება რომელიმე ევროპული სახელმწიფოს საშუალო ხელფასთან ხშირად არაეფექტიანია. ასე იმიტომ ხდება, რომ რეიტინგებში არ ითვალისწინებენ მსყიდველობით უნარს (ინგლ. Purchasing Power Parity (PPP)).

წინამდებარე სტატიაში ხელფასები ცხოვრების ხარჯებთან მიმართებით არის გამოთვლილი. მონაცემები აღებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშიდან და 2024 წლის სტატისტიკას ეფუძნება. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და კანადის შემთხვევაში 2025 წლის მონაცემებია გამოყენებული.

შედეგები სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ნომინალურად მაღალი ხელფასი ყოველთვის არ ნიშნავს უკეთესი ცხოვრების დონეს და მაღალ მსყიდველობით უნარს. ზოგიერთ სახელმწიფოში ძვირი ქირა, სამომხმარებლო კალათის მაღალი ხარჯი და სხვა სერვისების სიძვირე შემოსავლის მსყიდველუნარიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს. ზოგიერთ სახელმწიფოში კი მაღალი ხელფასი ხშირად დაბალ საცხოვრებელ ხარჯებთანაა კომბინირებული, რაც შემოსავალს მაღალ მსყიდველუნარიანობას ანიჭებს.

მსყიდველობითი უნარის მიხედვით კორექტირებული მაჩვენებლებით, მსოფლიოში პირველ ადგილზე ლუქსემბურგია, სადაც ყოველთვიური შემოსავალი $9,300-ს აჭარბებს. შედარებისათვის, ეს დასაქმებულებს საშუალო სტატისტიკურ ამერიკელთან შედარებით თითქმის 50%-ით მეტ მსყიდველობით უნარს ანიჭებს.

რეიტინგში მეორე პოზიცია ბელგიას უკავია, სადაც, დაკორექტირებული მაჩვენებლით, საშუალო ყოველთვიური შემოსავალი $8,297-ია. რეიტინგის მესამე ადგილზე მოხვედრილ  ნიდერლანდებში კი ეს მაჩვენებელი $7,234-ს შეადგენს. როგორც ხედავთ, ბენილუქსის ქვეყნებში ცხოვრების დონე შემოსავლების გათვალისწინებით მსოფლიოში ყველაზე მაღალია.

რეიტინგის მეოთხე პოზიცია ასევე ევროპულ სახელმწიფოს, ავსტრიას უკავია ($7,234). შეერთებული შტატები კი, $6,273-დოლარიანი ყოველთვიური შემოსავლით, მეხუთე პოზიციაზე იმყოფება. ის ისეთ მდიდარ ჩრდილოევროპულ სახელმწიფოებს უსწრებს, როგორებიცაა ფინეთი ($6,253) და ნორვეგია ($5,760).

რეიტინგის ათეულში აშშ ერთადერთი არაევროპული სახელმწიფოა. საკმაოდ მაღალშემოსავლიანი შვეიცარია იქ არსებული ცხოვრების მაღალი ხარჯების გამო მე-14 პოზიციაზე ხვდება, მსყიდველობითი უნარის პარიტეტის კორექტირებული მაჩვენებლით კი შემოსავალი $4,683-ს შეადგენს.

გაერთიანებული სამეფო რეიტინგის მე-17 პოზიციაზე იმყოფება ($4,124). საინტერესოა ისიც, რომ რეიტინგის 25-ეულში არ ხვდება არც ერთი აზიური სახელმწიფო, მათ შორის არც იაპონია და არც სამხრეთი კორეა. რეიტინგში მეორე არაევროპული სახელმწიფო კანადაა, რომელიც მე-13 პოზიციას იკავებს ($4,747).

რეიტინგიქვეყანასაშუალო თვიური ხელფასი (PPP-ით კორექტირებული, 2024)
1ლუქსემბურგი$9,307
2ბელგია$8,297
3ნიდერლანდები$7,234
4ავსტრია$6,832
5აშშ$6,273
6ფინეთი$6,253
7ნორვეგია$5,760
8დანია$5,512
9ირლანდია$5,441
10იტალია$5,326
11სლოვენია$5,291
12ესპანეთი$5,166
13კანადა$4,747
14შვეიცარია$4,683
15კვიპროსი$4,566
16შვედეთი$4,538
17გაერთიანებული სამეფო$4,124
18ესტონეთი$4,065
19ლატვია$4,011
20ლიეტუვა$4,001
21ხორვატია$3,945
22ჩეხეთი$3,561
23საბერძნეთი$3,546
24პოლონეთი$3,082
25საფრანგეთი$3,064

 

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.