„როცა მოინდომებ, შესაძლებლობები მართლაც უსაზღვროა“ - ნინო ქევხიშვილი, საქართველოს ბანკის გუნდის წევრი

„როცა მოინდომებ, შესაძლებლობები მართლაც უსაზღვროა“ - ნინო ქევხიშვილი, საქართველოს ბანკის გუნდის წევრი

„საქართველოს ბანკში მუშაობა თავდაპირველად SOLO-ში დავიწყე, ბანკირის პოზიციაზე. ამ პერიოდში პრემიალური მიმართულება ახალი შექმნილი იყო. შესაბამისად, მრავალი საინტერესო გამოწვევის წინაშე ვიდექით – ფეხს ვიკიდებდით ბაზარზე და ვმუშაობდით, რათა მომხმარებლისთვის შეგვექმნა საუკეთესო გამოცდილება“, – ასე იწყება საუბარი ნინო ქევხიშვილთან, ბიზნეს განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილესთან, სტრატეგიული პროექტების მიმართულებით.

საქართველოს ბანკი მიზნად ისახავს, მომხმარებლისთვის შექმნას გამორჩეული პრემიუმ საბანკო გამოცდილება, რომელიც ხელს შეუწყობს მათთვის ყოველდღიური საბანკო პროცესების გამარტივებას და კომფორტული სერვისის მიღებას. მომხმარებელთა მაქსიმალური კმაყოფილების მისაღწევად პრემიალური საცალო საბანკო მიმართულების ანალიტიკისა და ბიზნეს განვითარების დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს.

„ჩვენი სერვისით ვცდილობთ ადამიანებს გავუმარტივოთ ბანკთან კომუნიკაცია და შევთავაზოთ მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები“, – აღნიშნავს ნინო ქევხიშვილი.

როგორც განმარტავს, თითოეული გადაწყვეტილების უკან მომხმარებელი დგას – მათგან მიღებული უკუკავშირი ის მთავარი საზომია, რომელიც თითოეულ ინიციატივის იმპლემენტაციის და გაუმჯობესების პროცესს განსაზღვრავს.

„ჩვენ მუდმივად ვახდენთ მომხმარებელთან კომუნიკაციას, რათა უკეთ გავიგოთ მათი საჭიროებები, შემდეგ კი მათგან მიღებული უკუკავშირის გათვალისწინებით, შევცვალოთ ან გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქტები და სერვისები. ამასთან, აქტიურად ვადევნებთ თვალს მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს, რათა მომხმარებლებს შევთავაზოთ თანამედროვე, მათზე მორგებული საბანკო გამოცდილება“, – განმარტავს ნინო. 

ამბობს, რომ განვითარებაზე ორიენტირებულობა, მუდმივად სიახლის ძიება და წინსვლა მათი გუნდის მთავარი ღირებულებებია. განსაკუთრებით კი დღეს, როდესაც ტექნოლოგიური განვითარება კომპანიებს უბიძგებს, მომხმარებლებს ყოველდღიური ამოცანების რაც შეიძლება მარტივი, სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტები შესთავაზონ.

განვითარების და მუდმივი წინსვლის პროცესში კი არ გაჩერება ის მთავარი ძალაა, რომელიც უბიძგებს მათ, შექმნან ახალი და გააუმჯობესონ უკვე არსებული სერვისები.

„საქართველოს ბანკის გუნდში მუშაობისას მუდმივად ვხედავ, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა, ეს კი მაძლევს მუდმივად განვითარების და წინსვლის მოტივაციას. მომხმარებლისგან მიღებული დადებითი უკუკავშირი კი გვიბიძგებს, არ გავჩერდეთ და შევქმნათ კიდევ უფრო მეტი, მომხმარებელზე მორგებული ინიციატივა“, – განმარტავს ნინო.

ის ამბობს, რომ საბოლოოდ, დასახული მიზნების მისაღწევად მარტივი ფორმულა არსებობს: „მონდომებით და შრომით ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია. ხშირად, ერთი შეხედვით გამოუვალ სიტუაციაშიც კი, გუნდთან ერთად მუშაობით მივმხდარვარ, თუ ადამიანი მოინდომებს, შესაძლებლობები მართლაც უსაზღვროა“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *