რუბლი გაუფასურების რეკორდებს ხსნის

რუბლი გაუფასურების რეკორდებს ხსნის

აშშ დოლარის მიმართ რუსეთის ეროვნული ვალუტის საბირჟო კურსმა ოთხშაბათს ისტორიულ მაქსიმუმს გადააჭარბა და 80,8 რუბლი შეადგინა. ევროს კურსი 88 რუბლს აღემატება. ორივე ვალუტის მიმართ, რუბლი ოთხშაბათს 2,5 რუბლზე მეტად გაუფასურდა.  

1998 წლიდან ეს რუბლის გაუფასურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ოფიციალური კურსი კი, პირველად გადასცდა 79 რუბლს და 21 იანვრისთვის 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 79,4614 რუბლი შეადგინა, 1 ევრო 87,0314 რუბლი ღირს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *