რუსეთიდან ფუალდი გზავნილებით წლიურად $451 მლნ შემოდის - რუსეთში მის აკრძალვაზე საუბრობენ

რუსეთიდან ფუალდი გზავნილებით წლიურად $451 მლნ შემოდის - რუსეთში მის აკრძალვაზე საუბრობენ

რუსულმა ფრაქციამ “ედინაია როსიამ” დღეს წამოჭრა წინადადება რუსეთში საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის შეტანის აკრძალვაზე, ასევე ფულადი გზავნილების „გაყინვაზე“.

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა ამ წინადადებას მხარი დაუჭირა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ძალაში ოფიციალურად შევიდა.

არაოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი რუსეთში ცხოვრობს, შედეგად ფულად გადმორიცხვებშიც წლებია რუსეთი ლიდერობს. სწორედ რუსეთზე მოდის მთლიანი გზავნილების დაახლოებით 30%.

ფულადი გზავნილები რუსეთიდან:

2018 წელი – 451 მლნ დოლარი

2017 წელი – 450 მლნ დოლარი

2016 წელი – 389 მლნ დოლარი

მიუხედავად თანხობრივი ზრდისა, მთლიან მოცულობაში რუსეთის წილი მცირდება. რუსეთის წილი მთლიან ფულად გზავნილებში 2017 წელს33% იყო, 2008 წელს კი 63%. 2018 წელს ევროკავშირიდან მეტი ფული გადმოირიცხა საქართველოში, ვიდრე რუსეთიდან. 2019 წლის პირველ 5 თვეში ევროკავშირიდან გადმორიცხული თანხა, რუსეთიდან გადმორიცხულზე 57%-ით მეტია, როცა 2013 წელს რუსეთიდან 2-ჯერ მეტი თანხა შემოვიდა, ვიდრე ევროკავშირიდან. 2013 წელს რუსეთიდან გზავნილების წილი მთლიანი გზავნილების 54% იყო, 2019 წლის პირველ 5 თვეში კი 25%-ია. ამავე პერიოდში, ევროკავშირის წილი 28%-დან 39%-მდე გაიზარდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.