რუსეთმა აშშ-ს ახალი სანქციები დაუწესა

რუსეთმა აშშ-ს ახალი სანქციები დაუწესა

რუსეთის ფედერაციამ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა, რომელიც მაღალი თანამდებობის ოფიციალურ პირებსა და ბიზნესმენებს, საერთო ჯამში 61 ადამიანს მოიცავს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სანქციები შეეხებათ: აშშ-ის ხაზინის მდივან ჯანეტ იელენს, ენერგეტიკის მინისტრ ჯენიფერ გრანჰოლმს, ასევე ქვეყნის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს – აღნიშნულ პირებს რუსეთში შესვლა აეკრძალებათ.

სამინისტროს განმარტებით, სანქციების ახალი პაკეტი წარმოადგენს რეტალიაციის ფორმას და ის აშშ-ის საგარეო პოლიტიკის წინააღმდეგაა მიმართული. მათი შეფასებით, აშშ-ის თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტები აქტიურად ცდილობენ ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის დისკრედიტაციას.

„ეს წარმოადგენს საპასუხო ზომას აშშ-ის მუდმივად მზარდი სანქციების წინააღმდეგ“, – წერია სამინისტროს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ სანქციების პირველი პაკეტი მოსკოვმა ვაშინგტონის წინააღმდეგ ჯერ კიდევ მარტში წარადგინა, მაშინ შეზღუდვები პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს შეეხო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *