საავადმყოფოები რიცხვებში

საავადმყოფოები რიცხვებში
ჯანდაცვის სისტემა როგორც ცალკეული ადამიანისთვის, ასევე მთლიანად ეკონომიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სისტემის საკვანძო ნაწილი საავადმყოფო საქმიანობის გამწევი სამედიცინო დაწესებულებებია. 

საქართველოში,  2022 წლის მდგომარეობით, ყველაზე მსხვილი ოცი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიის აქტივების ჯამური ღირებულება თითქმის 2 მილიარდი ლარია. მათგან ყველაზე მსხვილი „ევექსია“, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში ფლობს სამედიცინო დაწესებულებებს. 2018-2022 წლებში „ევექსის“ აქტივების საშუალო ღირებულება 669.4 მლნ ლარი იყო, რაც უმსხვილესი ოცეულის 34.8%-ია.  სამედიცინო მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავლებითაც უმსხვილესი „ევექსის“ ქსელია. 2018-22 წლებში კომპანიამ ჯამურად თითქმის 1.2 მილიარდი ლარის მოცულობის შემოსავალი მიიღო, რომლის 1.4% მოგება იყო. მოგების კუთხით „თოდუას კლინიკა“ ლიდერობს. 2018-22 წლებში კომპანიის მოგებამ 73.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდის მომსახურების მიწოდებიდან ამონაგების 27.8%-ია.

ქონება

ოცი მსხვილი კომპანიის აქტივების საშუალო მოცულობის განაწილება 2018-2022 წლებში

შემოსავლები და მოგება

ოცი მსხვილი კომპანიის ჯამური შემოსავალი და მოგება (ზარალი),  მლნ ლარი, 2018-2022 წლები

 

შენიშვნა

სამედიცინო დაწესებულებების რეიტინგისთვის გამოყენებულია ხუთწლიანი პერიოდის, 2018-2022 წლების ფინანსური მაჩვენებლები, რომელთა წყარო ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშების პორტალში წარმოდგენილი ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგებებია. კომპანიების პირველი ათეული 2022 წლის მდგომარეობით, აქტივების მიხედვით არის შედგენილი. მოგება წარმოდგენილია გადასახადებამდე.

სამი კომპანია –   აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი სახელმწიფო საკუთრებაშია.