სად ხარჯავენ საერთაშორისო ვიზიტორები ყველაზე მეტს?

სად ხარჯავენ საერთაშორისო ვიზიტორები ყველაზე მეტს?

საერთაშორისო მოგზაურობა და ტურიზმი ტრილიონდოლარიანი ინდუსტრიაა, რომელიც ზრდას მთელ მსოფლიოში განაგრძობს. პანდემიის შემდეგ შეზღუდვების უარყოფითი ეფექტებისგან ტურიზმის სექტორი თითქმის სრულად გათავისუფლდა. ტურიზმის მაჩვენებლები მსოფლიო მასშტაბით თითქმის ყველა მსხვილ რეგიონში გაიზარდა, გარდა ერთისა.

სტატიაში წარმოგიდგენთ საერთაშორისო ვიზიტორების მიერ მსოფლიოს შვიდ რეგიონში 2025 წელს დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციას. მონაცემები „მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს“ ანგარიშს ეფუძნება და ასახავს 2019-2024 წლებში თითოეულ რეგიონში შეცვლილ მდგომარეობასაც. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ გაწეული ხარჯები მუდმივ ფასებშია აღებული. შესაბამისად, შემოთავაზებულ მონაცემებში გაბათილებულია ინფლაციის გავლენაც.

2025 წელს ჩრდილოეთ ამერიკამ საერთაშორისო ვიზიტორებისგან $235 მილიარდის მოცულობის შემოსავალი მიიღო, რაც 3,3%-ით ნაკლებია 2024 წლის და 17,8%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე.

ჩრდილოეთი ამერიკა იყო ერთადერთი რეგიონი მოცემულ მონაცემთა ბაზაში, სადაც წლიურ ჭრილში კლება დაფიქსირდა. შედარებისთვის, ყველა სხვა რეგიონში მაჩვენებელი 2019 წლის დონეზე მაღალი დარჩა.

2025 წელს მექსიკამ ტურიზმის სფეროში ახალი რეკორდი დაამყარა და თითქმის 100 მილიონ უცხოელ ვიზიტორს უმასპინძლა. მექსიკისგან ჩრდილოეთით, კანადაში კი საერთაშორისო ვიზიტორების მიერ გაწეული ხარჯების 17,5%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა.

თუმცა კონტინენტის საერთო მაჩვენებელზე უარყოფითი გავლენა შეერთებულმა შტატებმა მოახდინა. აშშ-ში შარშან როგორც საერთაშორისო ტურისტების რაოდენობის, ისე ვიზიტორთა ხარჯების კუთხით დაახლოებით 5-6%-იანი კლება დაფიქსირდა. კლებას ხელი შეუწყო რამდენიმე ფაქტორმა, მათ შორის ვიზის მისაღებ გასაუბრებაზე ლოდინის გახანგრძლივებულმა დრომ, მოგზაურობის შეზღუდვებმა, სავაჭრო პოლიტიკის თანამდევმა შედეგებმა და საზღვრის კვეთისა და იმიგრაციის უფრო მკაცრმა რეგულაციებმა.

ჩრდილოეთ ამერიკის გარეთ, 2025 წელს საერთაშორისო ვიზიტორების ხარჯები ყველა რეგიონში გაიზარდა. $835 მილიარდის მოცულობის დანახარჯებით, ზრდის ლიდერი ევროპა იყო, რაც წარმოდგენილი რეგიონების ჯამური მაჩვენებლის 40%-ზე მეტს შეადგენდა.

აღნიშნულ რეიტინგში აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონი $573 მილიარდის მოცულობის შემოსავლით მეორე ადგილზე გავიდა. საერთაშორისო ვიზიტორებმა რეგიონში წინა წელთან შედარებით 8,3%-ით მეტი ხარჯი გაიღეს. მიუხედავად ამ ზრდისა, ხარჯების მოცულობა 2019 წლის მაჩვენებელს მხოლოდ 1%-ით აღემატებოდა.

კარიბის ზღვის რეგიონში საერთაშორისო ვიზიტორთა ხარჯებმა $50 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 21,5%-ით აღემატება. ამით რეგიონი პანდემიის შემდგომი ზრდის კუთხით ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ მაგალითად იქცა.

მონაცემთა ბაზაში წარმოდგენილ რეგიონებს შორის ყველაზე მაღალი ზრდა პანდემიამდელ მაჩვენებლებთან შედარებით ახლო აღმოსავლეთში დაფიქსირდა. სპარსეთის ყურის ქვეყნების, მათ შორის საუდის არაბეთის, კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერობით, საერთაშორისო ვიზიტორთა ხარჯები 2019-დან 2025 წლამდე პერიოდში 26,8%-ით გაიზარდა.

2025 წელს რეგიონში ამ მაჩვენებელმა $183 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 5,2%-იანი ზრდაა. 2026 წელი რეგიონში საერთაშორისო ტურიზმისთვის ახალ გამოწვევებს აჩენს, განსაკუთრებით – ირანში მიმდინარე ომის ფონზე.

რეგიონისაერთაშორისო ვიზიტორების დანახარჯები (2025)ცვლილება 2024-დან (%)ცვლილება 2019-დან (%)
ჩრდილოეთი ამერიკა235-3.3-17.8
ცენტრალური და სამხრეთი ამერიკა653.48.6
კარიბის ზღვის აუზი502.521.5
ევროპა8351.32.3
ახლო აღმოსავლეთი1835.226.8
აფრიკა755.04.0
აზია-წყნარი ოკეანეთი5738.31.0

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.