სად, რისთვის და რამდენ ლარს იღებენ საქართველოში სესხის სახით კომერციული ბანკებისგან

სად, რისთვის და რამდენ ლარს იღებენ საქართველოში სესხის სახით კომერციული ბანკებისგან

საქართველოში, 2021 წლის აპრილის მონაცემებით, კომერციულ ბანკებს 40.1 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი აქვთ გაცემული. სესხის თანხის 98% საქართველოს რეზიდენტ პირებზე მოდის, დარჩენილი 0.8 მილიარდი ლარი კი არარეზიდენტებზე. ამასთან, თანხის დიდი ნაწილი, 61.3% ბიზნესსესხის სახით გაიცა.

გაცემული სესხი მიზნობრიობის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ბიზნესსესხი: ₾16.31 მილიარდი
  • იპოთეკა: ₾8.95 მილიარდი
  • მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხი: ₾8.35 მილიარდი
  • სამომხმარებლო სესხი: ₾4.95 მილიარდი
  • სალომბარდე სესხი: ₾416.65 მილიონი
  • ავტოსესხი: ₾178.69 მილიონი
  • სხვა სესხი: ₾995.41 მილიონი

რაც შეეხება რეგიონების მიხედვით სესხის თანხის განაწილებას, აქ, როგორც მოსალოდნელი იყო, დედაქალაქი ლიდერობს 29.5 მილიარდი ლარის მოცულობის სესხით. მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით, გაცემული სესხები რეგიონებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი: ₾29.52 მილიარდი
  • აჭარა: ₾3.51 მილიარდი
  • იმერეთი: ₾1.97 მილიარდი
  • კახეთი: ₾1.29 მილიარდი
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი: ₾1.150 მილიარდი
  • ქვემო ქართლი: ₾1,147 მილიარდი
  • შიდა ქართლი: ₾0.8 მილიარდი
  • სამცხე-ჯავახეთი: ₾0.5 მილიარდი
  • გურია: ₾0.14 მილიარდი
  • მცხეთა-მთიანეთი: ₾0.077 მილიარდი
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი: ₾0.023 მილიარდი

ცნობისთვის, ამ წლის აპრილის მონაცემებით, საქართველოში გაფორმებულია 2.9 მილიონი სასესხო ხელშეკრულება – მათი უმრავლესობა, 1.2 მილიონი ხელშეკრულება, სამომხმარებლო სესხზე დაიდო.

გაცემული სესხების საშუალო მოცულობა სესხის მიზნობრიობის მიხედვით:

  • ბიზნესსესხი: ₾776.67 ათასი
  • იპოთეკა: ₾73.97 ათასი
  • მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხი: ₾31.51 ათასი
  • ავტოსესხი: ₾25.53 ათასი
  • სამომხმარებლო სესხი: ₾4.16 ათასი
  • სალომბარდე სესხი: ₾2.02 ათასი
  • სხვა სესხი: ₾0.92 ათასი

შენიშვნა: ინფორმაცია აღებულია სებსტატის ბაზიდან. მონაცემთა წყარო კომერციული ბანკების ყოველთვიური ანგარიშგებაა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *