ერთი წელია, რაც ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის გასამარტივებლად თიბისიმ და წამყვანმა საერთაშორისო კომპანია Thoughtworks-მა პარტნიორობა დაიწყეს. თიბისისთვის მნიშვნელოვანია, რომ ტექნოლოგიურ რესურსებსა და ცოდნას იზიარებს ისეთი კომპანიისგან, რომლის მთავარი პარტნიორებიც Microsoft-ი, AWS-ი (Amazon Web Services), Google Cloud-ი და სხვა დიდი და წარმატებული მოთამაშეები არიან.
Thoughworks-ი განვლილ პარტნიორობას აჯამებს და იმ დადებით შედეგებზე საუბრობს, რომელიც ერთი წლის განმავლობაში თიბისის ტექნოლოგიურმა ტრანსფორმაციამ განიცადა. პარტნიორობის შედეგად, ტრანსფორმაცია მეტად გამჭვირვალე, სწრაფი და თანმიმდევრული გახდა. ტექნოლოგიური პროცესები გამარტივდა, გაიზარდა შიდა ტექგუნდის მოტივაცია და კმაყოფილება.
თიბისის ყველა სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღმა გაუმჯობესებული სამომხმარებლო გამოცდილება დგას. ტექტრანსფორმაციის პირდაპირი შედეგი მომხმარებელზე გადის, რომლისთვისაც სიახლეების მიწოდების სიხშირესთან ერთად, მიწოდებული ციფრული პროდუქტებისა და სერვისების ხარისხიც გაიზრდება და ცხოვრებას გაცილებით მარტივს გახდის.
Thoughtworks-ისთვის მნიშვნელოვანია ისეთი კლიენტების შერჩევა, რომელთან თანამშრომლობის პროცესიც ორმხრივ გამოცდილებასა და საჭირო უნარებს იძლევა. შესაბამისად, სტრატეგიული იყო გადაწყვეტა, რომ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ოპერირება სწორედ TBC GROUP-თან თანამშრომლობით დაიწყო.
„ჩვენი ბიზნესების ყველაზე სტრატეგიულ სფეროებში საუკეთესო და სასურველი ხარისხის მიღწევაში Thoughworks-სთან პარტნიორობა დაგვეხმარა“, – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.
„თიბისისთვის Thoughtworks-ი მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პარტნიორია, რომელთან თანამშრომლობასაც გრძელვადიან პერსპექტივაში განვიხილავთ.“ – ბიძინა მაცაბერიძე, თიბისის ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორი.
თიბისი ჯგუფისა და Thoughtworks-ის პარტნიორობა, სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესების გარდა, საქართველოს მასშტაბით ტექნოლოგიების სფეროს განვითარებას უკვალავს გზას და სხვა ქართულ კომპანიებს წარმატებულ, გამოცდილ და პროფესიონალ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის საფუძველს უმზადებს. S