ზელენსკიმ პირადი შემოსავლები გაასაჯაროვა

ზელენსკიმ პირადი შემოსავლები გაასაჯაროვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ომის დაწყების შემდეგ პირველად, თავისი პირადი შემოსავლები გაასაჯაროვა. ქვეყნის პირველი პირის გადაწყვეტილება მთავრობის საქმიანობაში გამჭვირვალობის ზრდას ემსახურება.

როგორც პრეზიდენტის მიერ გასაჯაროებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2021 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ერთი წლით ადრე, ზელენსკისა და მისი ოჯახის შემოსავალმა $285 ათასი შეადგინა – ნაკლები, ვიდრე 2020 წელს მიღებული $316 ათასი. პრეზიდენტის შემოსავალმა იკლო მიუხედავად იმისა, რომ, ზელენსკის ვებგვერდზე დაყრდნობითვე, მან შემოსავალი მიიღო $142 ათასის ღირებულების სამთავრობო ობლიგაციების გაყიდვის წყალობით.

უკრაინაში ომის დაწყების პირველ წელს, 2022 წელს, ზელენსკის ოჯახის შემოსავალი კიდევ უფრო შემცირდა და $97,500-ს გაუტოლდა. ვარდნა საომარი მოქმედებების გამო, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაქირავებიდან მიღებული შემოსავლის კლებამ განაპირობა. აღსანიშნავია, რომ ზელენსკიმ გაცილებით მეტი პოლიტიკაში მოსვლამდე გამოიმუშავა, როდესაც იგი მთავარ პროდიუსერულ კომპანიას ხელმძღვანელობდა.

ზელენსკი მათ საკუთრებაში არსებული აქტივების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისკენ უკრაინის სხვა ოფიციალურ პირებსაც აქტიურად მოუწოდებს. გამჭვირვალობის ზრდა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებელია ომში მყოფი ქვეყნისთვის, რათა დასავლელი პარტნიორებისგან ფინანსური დახმარების მიღება არ შეჩერდეს. ისედაც, აშშ-სა და ევროკავშირში პოლიტიკური მანევრების გამო, $100 მილიარდზე მეტის მიღების პროცესი ამჟამად შეჩერებულია.