საფონდო ბირჟებზე რეკორდული მაჩვენებლების გამო ილონ მასკი და ბერნარ არნო კვირაში $13 მილიარდით მდიდრდებიან

საფონდო ბირჟებზე რეკორდული მაჩვენებლების გამო ილონ მასკი და ბერნარ არნო კვირაში $13 მილიარდით მდიდრდებიან

უკვე ოთხი კვირაა, რაც S&P ინდექსი რეკორდული მაჩვენებლით იხურება. ის მნიშვნელოვნად ზრდის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების იღბალს და  ასი მილიარდის მფლობელთა კლუბს მერვე წევრის დამატების ზღვარზე აყენებს.

საინტერესოა, რომ მზარდი მოლოდინების პირობებში არსებული ბაზრით LVMH-ის ბერნარ არნოსა და Tesla-ს დამფუძნებლის, ილონ მასკის გარდა არავის უსარგებლია. ისინი მსოფლიოში რიგით მეორე და მესამე ყველაზე მდიდარი ადამიანები არიან, რომელთა ქონებაც წინა კვირაში დაახლოებით 13 მილიარდი დოლარით გაიზარდა. Forbes-ის მონაცემებით, სამშაბათს მასკის ქონებამ 12.3 მილიარდით მოიმატა და მისი პატრონი უმდიდრესთა სიაში მე-2 ადგილას გადაიყვანა, თუმცა ის მალევე ჩაანაცვლა არნომ, რომლის ქონებამაც 181.6 მლრდ დოლარი შეადგინა. „ტესლას“ მფლობელის ქონება ამ დროს 179.7 მლრდ-ს შეადგენდა. კომპანიის 9.3%-იანმა მოგებამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა S&P 500-ის 1.4%-იან ზრდას.

Tesla-ს აქციების რყევა ბაზარზე გამოიწვია Canaccord Genuity-ის ანალიტიკოსის ჯედ დორშაიმერის მიერ აქციის სამიზნე ფასის 419-დან 1071 $-მდე გაზრდამ. დორშაიმერმა განიხილა Tesla-ს პოტენციალი განახლებადი ენერგიის წყაროების ინდუსტრიასთან მიმართებით და აღნიშნა, რომ Apple-ის მიერ მომხმარებელთა ბაზრის დომინირების საპასუხოდ Tesla-მ უნდა გააფართოოს ელექტროტრანსპორტის  უკვე საკმაოდ ძლიერი ბრენდი და მზის ენერგიის ბაზარი.

ეს კვირა LVMH-ის  აქციებისთვისაც საინტერესო გამოდგა, რადგანაც კომპანიამ 7.8%-იანი ზრდით თავის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. გაყიდვების გაძლიერებული მოლოდინით და უამრავი შენაძენითა და ახალი პარტნიორობით, მათ შორის LVMH-ის მიერ 15.8 მლრდ დოლარად შეძენილი ძვირად ღირებული საიუველირო ფირმა Tiffany&Co-თი, რომელიც იანვარში დაიხურა, არნოს 181.6 მლრდ-იანი ქონება 2020 წლის მარტის შემდეგ 100 მლრდ დოლარით გაიზარდა.

მასკმა და არნომ შეამცირეს სხვაობა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის ჯეფ ბეზოსის ქონების ოდენობასთან, რომელიც სიაში პირველ ადგილზეა 197.8-მილიარდიანი ნიშნულით. ის გასულ კვირაში მხოლოდ 1.4 მილიარდით გამდიდრდა, თუმცა Amazon-ის აქციები კვლავ უახლოვდება რეკორდულ მაჩვენებელს, ისევე როგორც გასული წლის სექტემბერში, როცა ბეზოსი გახდა პირველი ადამიანი, რომელსაც 200 მლრდ დოლარი ჰქონდა.

Google-ის დამფუძნებლები სიიდან არცთუ ისე შორს არიან, ლარი პეიჯი შესაძლებელია 100 მილიარდის მერვე მფლობელად იქცეს. პეიჯის ქონების საერთო ღირებულება ახლა 99.1 მლრდ დოლარს შეადგენს, ანუ 500 მლნ დოლარით მეტს წინა კვირასთან შედარებით, ხოლო სერგეი ბრინი 96 მლრდ დოლარით დიდად არ ჩამორჩება მას.

გთავაზობთ  9-16 აპრილის მონაცემებით იმ მილიარდერების ჩამონათვალს, რომელთაც გამდიდრების მხრივ ყველაზე წარმატებული კვირა ჰქონდათ:

ბერნარ არნო&ოჯახი

ქვეყანა: საფრანგეთი,

სიმდიდრის წყარო: LVMH,

ქონება: 181.6 მლრდ (13 მლრდ ბოლო კვირაში)

ილონ მასკი

ქვეყანა: ამერიკის შეერთებული შტატები

სიმდიდრის წყარო: Tesla

ქონება: 179.9 მლრდ (12.8 მლრდ ბოლო კვირაში)

ბრაიან არმსტრონგი

ქვეყანა: ამერიკის შეერთებული შტატები

სიმდიდრის წყარო: კრიპტოვალუტა Coinbase Global

ქონება: 12.3 მლრდ (5.8 მლრდ ბოლო კვირაში)

ლარი ელისონი

ქვეყანა: ამერიკის შეერთებული შტატები

სიმდიდრის წყარო: Oracle

ქონება: 104.6 მლრდ (4.6 მლრდ ბოლო კვირაში)

მაიკლ დელი

ქვეყანა: ამერიკის შეერთებული შტატები

სიმდიდრის წყარო: Dell Computers

ქონება: 51.4 მლრდ (3 მლრდ ბოლო კვირაში)

ტიმ სუინი

ქვეყანა: ამერიკის შეერთებული შტატები

სიმდიდრის წყარო: Epic Games

ქონება: 7.4 მლრდ (2.7 მლრდ ბოლო კვირაში)

ჟონგ შანშანი

ქვეყანა: ჩინეთი

სიმდიდრის წყარო: Nongfu Spring

ქონება: 64.9 მლრდ (2.4 მლრდ ბოლო კვირაში)

უორენ ბაფეტი

ქვეყანა: ამერიკის შეერთებული შტატები

სიმდიდრის წყარო: Berkshire Nathaway

ქონება: 102.9 მლრდ (2.3 მლრდ ბოლო კვირაში)

ამანსიო ორტეგა

ქვეყანა: ესპანეთი

სიმდიდრის წყარო: Zara

ქონება: 79 მლრდ (2.1 მლრდ ბოლო კვირაში)

ფრედ ერსამი

ქვეყანა: ამერიკის შეერთებული შტატები

სიმდიდრის წყარო: Coinbase

ქონება: 3.9 მლრდ ( 2 მლრდ ბოლო კვირაში)