საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ჟან კასტექსის განცხადებით, France 2030-ის გეგმის ფარგლებში, ინდუსტრიის დეკარბონიზაციისთვის €5.6 მილიარდის ინვესტირება იგეგმება. ახალი გეგმით, ინვესტირებული თანხის უდიდესი ნაწილი, €5 მილიარდი, ინდუსტრიულ ობიექტებზე ახალი ტექნოლოგიების განთავსებას მოხმარდება, დანარჩენი €610 მილიონი კი ინოვაციებისა და კვლევების დაფინანსებას ნახშირბადის დაბალი შემცველობის ინდუსტრიისთვის.
ArcelorMittal-ის ჯგუფმა საკუთარი პროექტი, €1.7 მილიარდის ინვესტირებით Fos-sur-mer-სა და Dunkirk-ში ფოლადის ქარხნების ტრანსფორმაციის შესახებ, პრემიერ კასტექსს წარუდგინა. ArcelorMittal-ის გეგმით, 2027 წლიდან 2030 წლამდე პერიოდში, აღჭურვილობა აფეთქების ხუთი ამჟამინდელი ღუმლიდან სამს ჩაანაცვლებს. ორგანიზაციის მიზანი, „ელექტროღუმლის ინოვაციური ტექნოლოგიის“ გამოყენებით, ქვანახშირის გამოყენების გარეშე, წყალბადით რკინის მადნის გარდაქმნაა.
პრემიერ-მინისტრმა კასტექსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ArcelorMittal-ის პროექტმა უნდა შეძლოს სამრეწველო ობიექტებზე ემისიების შემცირება „2030 წლისთვის წელიწადში 8 მილიონი ტონა CO2-ით“, რაც გულისხმობს 10%-იან შემცირებას ქვეყნის მთლიან ინდუსტრიაში. დეკარბონიზაციის გეგმა, ინდუსტრიული სექტორების, მათ შორის ფოლადის, ქიმიკატებისა და მეტალურგიის სექტორების მიერ შედგენილ გზამკვლევს უჭერს მხარს.
პრემიერის განცხადებიდან მცირე ხანში, ე.წ. „მაღაროებისა და მეტალურგიის კომიტეტმა“ სახელმწიფოსთან თანამშრომლობით შედგენილი „ფოლადის გეგმაც“ წარადგინა, რომელიც მწარმოებლების, პროფკავშირებისა და საჯარო ხელისუფლების ერთობლივი ქმედებებით, 2050 წლისთვის, საფრანგეთის მიერ ნახშირბადნეიტრალიტეტის მიღწევას გულისხმობს.