საფრანგეთის  ყოფილ პრეზიდენტს შინაპატიმრობა მიესაჯა

საფრანგეთის  ყოფილ პრეზიდენტს შინაპატიმრობა მიესაჯა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი 2012 წლის საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებაში დამნაშავედ სცნეს. პარიზის სასამართლომ სარკოზის ქვეყნის კანონმდებლობის დარღვევისთვის ერთი წლით შინა პატიმრობა მიუსაჯა.

პარიზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზიმ საარჩევნო კამპანიისას 22.5 მილიონი ევროს დახარჯა რაც ორჯერ აღემატებოდა საარჩევნო კამპანიისთვის ქვეყნის კანონით განსაზღვრულ თანხის მოცულობას. როგორც სასამართლომ განაჩენის გამოტანისას განაცხადა, სარკოზი ფლობდა ინფორმაციას საარჩევნო კამპანიის დაფინანსების ლიმიტებთან დაკავშირებით, თუმცა, მიზანმიმართულად დაარღვია კანონმდებლობა და გაზარდა ხარჯები. სარკოზის ერთი წლის განმავლობაში ელექტრონული სამეთვალყურეო სამაჯურის ტარებაც მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოსთან დაკავშირებულ სკანდალში პირველად არ გახვეულა. მარტში სარკოზი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კორუფციაში სცნეს დამნაშავედ და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა, სარკოზი თავისუფალია, რასაც მის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება უზრუნველყოფს. მიუხედავად რიგი გამოძიებებისა და სკანდალების, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ფლანგ კონსერვატორთა შორის კვლავ გავლენიან ფიგურად ითვლება.

შეგახსენებთ, რომ სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა, 2012 წელს კი არჩევნებში ფრანსუა ოლანდთან დამარცხდა. კორუფციასთან დაკავშირებული სასჯელით, სარკოზი ომის შემდგომი საფრანგეთის პირველ პრეზიდენტია, რომელსაც სასამართლომ თავისუფლების აღკვეთის განაჩენი გამოუტანა.  2011 წელს სასამართლომ, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისთვის მისი წინამორბედი ჟაკ შირაკიც გაასამართლა, თუმცა ყოფილ პრეზიდენტს მხოლოდ 2-წლიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.