2016 წლის იანვარ-ნოემბერში, ქართული პროდუქციის ექსპორტში პირველი ადგილი რუსეთს უჭირავს – 182.4 მლნ დოლარით. აქედან 51.3 მლნ დოლარი ღვინის ექსპორტზე მოდის, 32.4 მლნ დოლარი ფეროშენადნობების ექსპორტზე. 32 მლნ დოლარის მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი განხორციელდა. 11.7 მლნ დოლარის სპირტიანი სასმელების ექსპორტია.
საქართველოს ექსპორტში მეორე ადგილზე თურქეთია 163.7 მლნ დოლარით. თურქეთში გატანილი პროდუქციიდან პირველ ადგილზე ტრიკოტაჟის ნაწარმია – 34.3 მლნ დოლარით. 13.4 მლნ დოლარის ფქვილი და ხორცის გრანულები გავიდა, 13.1 მლნ დოლარის ელექტროენერგია.
ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს ექსპორტში ყველაზე დიდი წილი ბულგარეთს უჭირავს, სადაც 144 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა და საქართველოს მთლიან ექსპორტში ბულგარეთმა მე-4 ადგილი დაიკავა. ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ერთად კი 513 მლნ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც რუსეთში განხორციელებულ ექსპორტზე თითქმის სამჯერ მეტია.