2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 21.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12.5 პროცენტით მეტია. ექსპორტმა 6.1 მლრდ აშშ დოლარს შეადგინა (გაიზარდა 9.1 პროცენტით), ხოლო იმპორტმა – 15.4 მლრდ აშშ დოლარი (გაიზარდა 14 პროცენტით).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 9.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.4 პროცენტია.
ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი (3 მლრდ აშშ დოლარი), რუსეთი (2.4 მლრდ აშშ დოლარი) და აშშ (2 მლრდ აშშ დოლარი) არიან.
2023 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (862.1 მლნ აშშ დოლარი), სომხეთი (787.1 მლნ აშშ დოლარი) და ყაზახეთი (703 მლნ აშშ დოლარი).
გასულ წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2.6 მლრდ აშშ დოლარი), აშშ (1.9 მლრდ აშშ დოლარი) და რუსეთი (1.7 მლრდ აშშ დოლარი).