საქართველოს ბანკი მობილბანკის სუპერ აპად გარდაქმნას აანონსებს

საქართველოს ბანკი მობილბანკის სუპერ აპად გარდაქმნას აანონსებს

საქართველოს ბანკი „Update – ტექნოლოგიების დღის“ ღონისძიებაზე განვითარების შემდეგ ამბიციურ ეტაპს – მობილბანკის სუპერ აპად გარდაქმნას აანონსებს.

BOG-ის სუპერ აპი თავის თავში იმ უამრავ სასარგებლო საბანკო და არასაბანკო სერვისს გააერთიანებს, რომელთაც მომხმარებელი სხვადასხვა პლატფორმების საშუალებით ყოველდღიურად იყენებს.

მობილბანკის აპლიკაციას დაემატება ისეთი ფუნქციური შესაძლებლობები, როგორიცაა: Marketplace, კრიპტოვალუტებით ვაჭრობა, ბილეთების შეძენა, ავტო და სამოგზაურო დაზღვევა, გადახდის ახალი მეთოდები და QR-ის გამოყენებით მობილური კომერცია.

BOG-ის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის, ლევან კობახიძის განცხადებით, სუპერ აპის საშუალებით მომხმარებელი მარტივად შეძლებს ერთი სივრციდან სხვადასხვა საბანკო ანგარიშების მართვას და სთორების სახით სიახლეების ყოველდღიურად მიღებას.

მობილბანკის სუპერ აპად გარდაქმნის პროცესი, გარკვეულწილად, დაწყებულია, აპლიკაციას უკვე აქვს ისეთი არასაბანკო ფუნქციონალი, როგორიცაა: ინვესტიციები, მესამე პირის ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა და შეთავაზებები.

სუპერ აპის თვალსაჩინო მაგალითებია: WeChat, Gojek, Kaspi და Revolut – აღნიშნული აპლიკაციები, საფინანსო მომსახურების გარდა, ათობით განსხვავებულ სერვისს აერთიანებენ, მათ კი ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი იყენებს.

საქართველოს ბანკის მიზანია, რომ ერთი ყოვლისმომცველი აპლიკაციის საშუალებით მაქსიმალურად მარტივად შეძლოს მომხმარებლის მრავალფეროვანი სურვილებისა და საჭიროებების დაკმაყოფილება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.