საქართველოს ბანკი მომხმარებლისთვის უკეთესი სერვისის შეთავაზებისა და პერსონიზირებული გამოცდილობის შექმნის მიზნით, მსოფლიოში წამყვან, მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის პლატფორმა – “Salesforce“-თან თანამშრომლობას იწყებს. კოლაბორაცია ბანკს მომხმარებლებისთვის მის ინტერესებსა და საჭიროებებზე კიდევ უფრო მორგებული შეთავაზებების გაკეთების შესაძლებლობას მისცემს. ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ტრანსფორმაციისაკენ, რომელიც ბანკს მომხმარებელზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებულ ბიზნეს პლატფორმის მომწოდებლად აქცევს.
Salesforce-ის მრავალფეროვანი შესაძლებლობებისა და მრავალწლიანი გამოცდილების დახმარებით, ბანკისთვის შესაძლებელი გახდება ერთ პლატფორმაზე გააერთიანოს მისი მომხმარებლის ყველა გამოცდილება. პროექტის წარმატების უზრუნველსაყოფად საქართველოს ბანკმა Salesforce-ის მნიშვნელოვან პარტნიორთან, Isobar-თან თანამშრომლობა გადაწყვიტა. ეს შეთანხმება ბანკს მომხმარებლის საჭიროებებსა და ინტერესებზე კიდევ უფრო მეტად მორგებული პროდუქტების თუ სერვისების შეთავაზების შესაძლებლობას მისცემს.
“მოხარული ვართ, რომ შედგა თანამშრომლობა საქართველოს ბანკსა და მსოფლიოში წამყვან, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის პლატფორმა Salesforce-ს შორის. ჩვენ ვაგრძელებთ ციფრული ინოვაციების ინტეგრირებას ჩვენს საქმიანობაში და ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ციფრული ტექნოლოგიების შესაძლებლობები, რათა მეტად გავაღრმაოთ ურთიერთობები ჩვენს მომხმარებელთან. გვჯერა, რომ Salesforce-ის მეშვეობით საქართველოს ბანკი შეძლებს კიდევ უფრო უკეთ მოემსახუროს მომხმარებელს, რაც ჩვენთვის ერთის მხრივ, დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს, დიდი გამოწვევაა“, – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.