საქართველოს ბანკი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ აპლიკაციას ქმნის

საქართველოს ბანკი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ აპლიკაციას ქმნის

საქართველოს ბანკმა ყველაზე ციფრული და თანამედროვე თაობისთვის ახალი პროდუქტის შექმნა გადაწყვიტა, BOG-ის აპლიკაცია სკოლის მოსწავლეებზე იქნება გათვლილი და ის ზუსტად მოერგება მათ საჭიროებებსა და ინტერესებს.

საწყის ეტაპზე აპლიკაცია მოსწავლეებს საშუალებას მისცემს: მართონ საკუთარი ჯიბის ფული, შეივსონ ბალანსი, გააკეთონ გადარიცხვები, ისარგებლონ სხვადასხვა საინტერესო შეთავაზებებით.

მომდევნო ეტაპზე მოსწავლეები შეძლებენ მიზნების დასახვას, ისწავლიან თანხის დაგროვებას და მის სწორად მართვას, ამ პროცესში კი მათ აპლიკაცია დავალებებით წაახალისებს.

სპეციალურად მოსწავლეებისთვის შექმნილი საბანკო აპლიკაცია საქართველოში პირველი იქნება და ის შემდეგ ინტერესებს გააერთიანებს: გართობა, განათლება, სოციალიზაცია და გეიმიფიკაცია.

აღნიშნული იდეის გაჩენიდან მოსწავლეები საქართველოს ბანკის გუნდთან ერთად ჩართულები არიან აპლიკაციის შექმნისა და განვითარების პროცესში, რათა ის მაქსიმალურად მოერგოს მათ სურვილებსა და ინტერესებს.

BOG-ის საცალო სეგმენტის მართვის დეპარტამენტის დირექტორის, ნინო ხორგუანის განცხადებით, აპლიკაციის დახურული ბეტა ვერსია ზაფხულში იქნება ხელმისაწვდომი, ღია ვერსით სარგებლობას კი სკოლის ყველა მოსწავლე ახალი სასწავლო წლიდან შეძლებს. მოზარდები ჩართულები იქნებიან როგორც აპლიკაციის ტესტირების, ისე ფუნქციების დამატების ყველა მომდევნო ეტაპზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *