საქართველოს ბანკმა და Mastercard-მა ბიზნესებისთვის სპეციალური შეთავაზებები შექმნა. ფინანსურმა ინსტიტუტმა საერთაშორისო გადახდების კომპანიასთან ერთად, ბიზნესსაქმიანობის უკეთ წარმართვისა და პროცესების ოპტიმიზაციისთვის საჭირო ტექნოლოგიურ პროდუქტებზე და პროგრამებზე განსაკუთრებული პირობები – სპეციალური ფასდაკლება, ქეშბექი ან უფასო მომსახურება დააწესა. სპეციალური პირობები მოქმედებს ისეთი გლობალური ტექნოლოგიური ბრენდების პროდუქტებზე, როგორებიცაა Google Workspace, Hotjar, Adobe Acrobat, Notion, Monday.com, HubSpot და სხვა.
შეთავაზება ვრცელდება 20-ზე მეტ ბრენდზე, რომლებიც ბიზნესებს დახმარებას უწევს ციფრული მარკეტინგის, პროექტების მართვის, შიდა კომუნიკაციის დაგეგმვის, დოკუმენტების, დავალებების თუ ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში. შეთავაზებები 2025 წლის ბოლომდე გრძელდება.
„საქართველოს ბანკი ბიზნესების აქტიური მხარდამჭერია. ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობების გაზიარება, მათი საქმიანობის ხელშეწყობა და განვითარებაში დახმარება. სწორედ ამიტომ, ვთანამშრომლობთ მსოფლიო გადახდების კომპანია Mastercard-თან და ჩვენს ბიზნესმომხმარებლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, გააუმჯობესონ პროცესები გლობალური ტექნოლოგიური პროდუქტებით და პროგრამული უზრუნველყოფის ხელსაწყოებით. მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია ჩვენი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ 20-ზე მეტი ბრენდის შეთავაზება. ჩვენ არ ვჩერდებით და სამომავლოდაც არაერთ საინტერესო პროდუქტსა და სერვისს შევთავაზებთ ჩვენს ბიზნესმომხმარებლებს“, – ამბობს მაია გორგილაძე, ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
შეთავაზებების სრული სიის სანახავად და სასურველი პროდუქტის შესაძენად ესტუმრეთ საქართველოს ბანკის ბიზნესშეთავაზებების გვერდს ან გამოიყენეთ ბიზნესმობილბანკი და ბიზნესინტერნეტბანკი.
აღსანიშნავია, რომ შეთავაზების ფარგლებში პროდუქტების შეძენა და გააქტიურება შესაძლებელია საქართველოს ბანკის Mastercard-ბიზნესბარათით.
თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებელი, გახსენით ანგარიში ონლაინ მარტივად და პროცესში მოითხოვეთ ბიზნესის Mastercard-ბარათი. S