საქართველოს ბანკი რეგიონში არსებული ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით, გორის რაიონ სოფელ ვარიანში, ქათმის ფერმა აშენდა. 2813 კვ.მ.-ზე განთავსებული ფერმა საკმაოდ აქტიურად ოპერირებს. უკვე ხორციელდება კვერცხის რეალიზაცია. ფერმას ყავს 3800 ფრთა ქათამი, რომელიც დღეში 3600 ცალ კვერცხს აწარმოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 150 000 ლარია. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 75,000 ლარს შეადგენს. საწარმოში ამ ეტაპზე 5 ადამიანია დასაქმებული.
“საქართველოს ბანკისთვის ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა ერთერთ უცვლელ პრიორიტეტად რჩება. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით კიდევ ერთი ადგილობრივი პროექტი განხორციელდა. გორის ქათმის ფერმა უკვე გახსნილია და პროდუქტის რეალიზაციაც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ვფიქრობთ, მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნ როლს ითამაშებს როგორც ქართული ბიზნესების განითარებაში, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ რეგიონში არსებული ბიზნესების მხარდაჭერას“,- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.