საქართველოს ბანკმა 100-მდე საერთაშორისო ინვესტორსა და ანალიტიკოსს Investor Day-ზე უმასპინძლა

საქართველოს ბანკმა 100-მდე საერთაშორისო ინვესტორსა და ანალიტიკოსს Investor Day-ზე უმასპინძლა

Lion Finance Group -მა ყოველწლიური Investor Day გამართა, რომელსაც 100-მდე საერთაშორისო ინვესტორი და ანალიტიკოსი დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში ჯგუფის მენეჯმენტმა, საქართველოს ბანკისა და Ameriabank-ის გუნდის წევრებთან ერთად, სტუმრებს ჯგუფის სტრატეგიული მიმართულებები, ფინანსური შედეგები და ხედვები გააცნო.

Investor Day-ს ესწრებოდნენ ისეთი წამყვანი საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიებისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, როგორებიც არიან Firebird, M&G Investments, Morgan Stanley, , JPMorgan Chase და სხვები.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მაკროეკონომიკურ გარემოს, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებსა და იმ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, რომლებმაც საქართველოს ბანკის და მთლიანად Lion Finance Group-ის მდგრად ზრდას შეუწყო ხელი. ასევე, განხილული იყო ციფრული ბანკინგისა და ტექნოლოგიების მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელთა შედეგადაც საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ზედიზედ ორჯერ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო მოიპოვა.

Investor Day-ის ერთ-ერთი თემა ასევე იყო Lion Finance Group-ის FTSE 100 ინდექსში გაწევრიანება. საქართველოს ბანკი პირველი კომპანიაა საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 100 ინდექსში დაიკავა ადგილი. დღეს ჯგუფი ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან ერთადაა წარმოდგენილი, როგორებიც არიან HSBC, BP, Unilever, Rolls-Royce Holdings, Shell და Barclays.

„Investor Day მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, საერთაშორისო ინვესტორებს გავუზიაროთ ჩვენი სტრატეგიული ხედვა, ფინანსური შედეგები და განვითარების გეგმები. განსაკუთრებით საამაყოა, რომ წელს Lion Finance Group FTSE 100 ინდექსის წევრი გახდა. ეს ჩვენი გუნდის მრავალწლიანი, თანმიმდევრული მუშაობისა და სტრატეგიის შედეგია. რაც მთავარია, ვაგრძელებთ ინვესტირებას ტექნოლოგიებში, ინოვაციებსა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაში, რათა შევქმნათ გრძელვადიანი ღირებულება ჩვენი მომხმარებლებისა და ინვესტორებისთვის”, – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

Investor Day წარმოადგენს Lion Finance Group-ისა და მისი შვილობილი კომპანიების საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოებასთან კომუნიკაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პლატფორმას, რომელიც ინვესტორებს ჯგუფის სტრატეგიის, ფინანსური შედეგებისა და გრძელვადიანი ხედვების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას აწვდის.

S