ერთი გუნდი, ხუთი სერვისი, სრული შედეგი – ასე შეიძლება შეჯამდეს ის, რაც 10xSEO-მ დეველოპერული კომპანიებისთვის შექმნა. სააგენტომ გააფართოვა თავისი სერვისების პორტფოლიო და ახლა დეველოპერებს ბაზარზე ყველაზე კომპლექსურ ციფრულ პაკეტს სთავაზობს: SEO-დან AI-ხილვადობამდე, კონვერსიის ოპტიმიზაციიდან მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიტიკამდე – და ეს ყველაფერი ერთი გუნდის ხელმძღვანელობით.
დღეს ციფრულ სივრცეში შედეგს ცალკეული სერვისები აღარ ქმნის. წარმატება მოდის მაშინ, როდესაც მომხმარებლის მთელი გზა სტრატეგიულად იმართება. სწორედ ამ მიდგომას ეფუძნება 10xSEO-ს ახალი მოდელი, რომელიც ყველა მნიშვნელოვან ციფრულ მიმართულებას უკვე ერთ სისტემაში აერთიანებს.
5-ეტაპიანი მოდელი: სტრატეგიული გეგმა დეველოპერული კომპანიებისთვის
10xSEO-ს მოდელი იმ ხუთ ძირითად მიმართულებას აერთიანებს, რომელიც ერთად და ერთი მიზნისთვის მუშაობს – მეტი ხილვადობის, მეტი პოტენციური კლიენტის მოზიდვისა და გაყიდვების ზრდისთვის. პირველი მიმართულებაა SEO და AI SEO, Google-ში როგორც ლოკალური, ისე გლობალური პოზიციონირება, ასევე ხილვადობა ChatGPT-ში, Perplexity-სა და AI Overviews-ში, სადაც მომხმარებლები სულ უფრო ხშირად ეძებენ საჭირო ინფორმაციას.
არანაკლებ მნიშვნელოვანია კონვერსიის ოპტიმიზაცია – მიმართულება, რომელსაც ბევრი ბიზნესი ჯერ კიდევ სათანადო ყურადღებას არ უთმობს. ვებსაიტზე შემოსული ვიზიტორი მხოლოდ მაშინ ქმნის ღირებულებას, როდესაც ის რეალური კლიენტი ხდება. აქედან გამომდინარე,10xSEO აანალიზებს მომხმარებლის ქცევას, ატარებს ტესტირებას და კლიენტებს სთავაზობს კონკრეტულ რეკომენდაციებს საიტის ეფექტიანობის გასაზრდელად. ამ ყველაფერს ემატება სტრატეგიული ქოფირაითინგი და ბრენდის იდენტობის განვითარება, მრავალენოვანი კონტენტი, რომელიც ერთდროულად მუშაობს როგორც საძიებო სისტემებისთვის, ისე პოტენციური მომხმარებლებისთვის.
შედეგებზე ორიენტირებული სტარტი: პირველი 30 დღის სტრატეგია
თანამშრომლობა 10xSEO-სთან მკაფიოდ გაწერილი გეგმით იწყება. ხელშეკრულების გაფორმებიდან პირველი 15 დღის განმავლობაში გუნდი სიღრმისეულად სწავლობს პროექტს – ატარებს ტექნიკურ და CRO აუდიტს, აანალიზებს ბაზარს და აფასებს კონკურენტულ გარემოს. მათ შორის მიმოიხილავს ე.წ. ბექლინკებსა და არსებულ კონტენტს.
პროცესის მეორე ნახევარი, ანუ მე-16-დან 30-ე დღემდე პერიოდი, სრულად ეთმობა სტრატეგიულ დაგეგმვასა და პირველი პრაქტიკული შედეგების ასახვას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საკვანძო სიტყვების კვლევა, პრიორიტეტული გვერდების ოპტიმიზაცია, კონტენტის კალენდრის შედგენა და ციფრული ავტორიტეტის ზრდის გეგმის შემუშავება. 30-ე დღისთვის პარტნიორი იღებს სრულყოფილ ანალიტიკურ ანგარიშს, ვებგვერდის განახლებულ სტრუქტურასა და ვიდეომიმოხილვას, რომელიც ნათლად აჩვენებს განხორციელებულ ცვლილებებსა და სამომავლო პრიორიტეტებს.
პასუხისმგებლობა შედეგზე: ერთი მიზნის გარშემო გაერთიანებული გუნდი
10xSEO-ში თითოეული პროექტი ერთი მკაფიო ამოცანის გარშემო იგება და ეს ამოცანა, როგორც წესი, კლიენტის რეალურ საჭიროებას უკავშირდება. ამ მთავარი მიზნის მისაღწევად SEO, კონტენტი, სარეკლამო კამპანიები და ანალიტიკა ერთიან პროცესად არის ინტეგრირებული და თითოეული ეტაპი ლოგიკურად განსაზღვრავს მომდევნოს. ასეთი მიდგომა ამცირებს იმ ხარვეზებს, რომლებიც ხშირად ჩნდება მაშინ, როცა პასუხისმგებლობა რამდენიმე სხვადასხვა მხარეს შორის ნაწილდება.
მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ცვლილება, იქნება ეს საიტის სტრუქტურა, კამპანიის მიმართულება თუ კონტენტის ფორმატი განიხილება იმ ჭრილში, თუ როგორ აისახება ის მომხმარებლის ქცევასა და ბიზნესის შედეგებზე. პროცესის განმავლობაში გუნდი მუდმივად მუშაობს მონაცემებთან, აკვირდება შედეგებს და საჭიროების მიხედვით ცვლის სტრატეგიას.
პარტნიორობა ციფრული მასშტაბირებისთვის და კონსულტაცია, როგორც პირველი ნაბიჯი
დეველოპერულ სექტორში კონკურენციამ დღეს თითქოს უკვე სრულად ონლაინსივრცეში გადაინაცვლა. სანამ პოტენციური მყიდველი კომპანიას დაუკავშირდება, ის უკვე ადარებს პროექტებს, ეცნობა შეთავაზებებს და გადაწყვეტილებასაც მალევე იღებს. 10xSEO-ს მიდგომა სწორედ ამ პროცესზეა ფოკუსირებული, მათი პარტნიორი დეველოპერული კომპანია უნდა ჩანდეს სწორ პლატფორმაზე, სწორ მომენტში.
კონსულტაცია აქ რეალური სამუშაო პროცესის დასაწყისია. პირველივე ეტაპზე იკვეთება, სად აქვს პროექტს ზრდის ყველაზე დიდი პოტენციალი და რა უშლის ხელს ხილვადობისა და მოთხოვნის ზრდას. მიღებული ანალიზის საფუძველზე კი განისაზღვრება კონკრეტული მიმართულებები, რომლებიც უკვე შემდგომში სტრატეგიასა და მოქმედების გეგმას აყალიბებს. ამ ყველაფრის შედეგი კი, როგორც დასაწყისშიც აღვნიშნეთ, ზუსტად 30 დღეში ჩანს.
S










