საქართველოს იურიდიული ბაზრის მიმოხილვა – Legal 500

საქართველოს იურიდიული ბაზრის მიმოხილვა – Legal 500

საქართველოს იურიდიული ბაზარი ხასიათდება ერთ ადგილას მომუშავე კომპანიებით. მათ შორის არის თბილისში მდებარე BGI Legal-ი, „ღვინაძე და პარტნიორები“ და MG Law Office. საქართველოში ასევე ოპერირებენ საერთაშორისო კომპანიებიც, მაგალითად, Dentons Georgia არის ბაზრის ლიდერებს შორის ერთ-ერთი. სხვა საერთაშორისო კომპანიებს რაც შეეხება, ესენია EY Law და PricewaterhouseCoopers Georgia. ამის შესახებ საერთაშორისო იურიდიული კვლევითი კომპანია Legal 500-ი თავის ვებგვერდზე წერს.

ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ იურისტებმა ძირითადად იციან რამდენიმე ევროპული ენა, მათ შორის ინგლისური, რუსული, იტალიური.

“მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს საქართველოს ეკონომიკის 4,4%–იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც 2018 წლის (4,7%) მონაცემებთან შედარებით დაბალია, კორპორატიულ ადვოკატებს საკმაოდ დაკავებული წელი ჰქონდათ, ტრანზაქციებისა და მასთან დაკავშირებული დავების კუთხით. ტურიზმი კვლავ საქართველოს მნიშვნელოვან სექტორს წარმოადენს, ქვეყანა 2025 წლისთვის 11 მილიონ ტურისტს ელოდება. შედეგად სასტუმროების განვითარება და დასასვენებელი კომპლექსების განვითარებაზე მუშაობა იზრდება. ენერგეტიკაც წამყვანი სექტორია საქართველოში, სადაც ენერგიის უმრავლესობა ჰიდროელექტრო სადგურებიდან გამომუშავდება.

Legal 500-ის ცნობით, წამყვანი კომპანიები ტრანსსასაზღვრო საკითხებს წყვეტენ, ვინაიდან ქვეყანას საკმაოდ ახლო კავშირები აქვს აზერბაიჯანთან და სხვა მეზობელთან, ასევე რამდენიმე ევროპულ ქვეყანასთან. შორეული აღმოსავლეთიდან ინვესტიციების რაოდენობაც საკმაოდ მზარდია“, – წერია  Legal 500-ის მცირე მიმოხილვაში.