“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა” შპს “მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკის” 40%-იანი წილი გაასხვისა. 19 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებით, კლინიკის 40%-იანი წილის მფლობელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გახდა.
კომპანიის ინფორმაციით, ტრანზაქციის ღირებულებამ $12 მილიონი დოლარი შეადგინა. ტრანზაქციამდე GHG-ის კლინიკის 50%-იანი წილი ეკუთვნოდა, დარჩენილი 50%-ის მფლობელი კი კლინიკის დირექტორი, გიორგი ინგოროყვაა. ამასთან, GHG აღნიშნავს, რომ კომპანია მომავალში დარჩენილი 10%-იანი წილის გაყიდვასაც გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ GHG-მ აგვისტოს დასაწყისში დელისტინგი განახორციელა ლონდონის საფონდო ბირჟიდან მოიხსნა. როგორც მის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა აღნიშნული, ეს გადაწყვეტილება ძალაში 5 აგვისტოს შევიდა.
GHG-ის აქციები Georgia Capital-მა გამოისყიდა, რომელიც აქამდე „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 70.6%-იანი წილის მფლობელი იყო.