საქართველოს სახელმწიფო ვალმა 12.2 მილიარდ ლარს მიაღწია

საქართველოს სახელმწიფო ვალმა 12.2 მილიარდ ლარს მიაღწია

30 ივნისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო ვალი 12.2 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 41%-ია. 2012 წლის ბოლო აღნიშნული მაჩვენებელი 32.5% იყო.

სახელმწიფო ვალი საგარეო და საშინაო ვალისგან შედგება. 2015 წლის მაისის ბოლოს საგარეოს ვალი 9.3 მილიარდი ლარი იყო, ივნისის ბოლოს უკვე 9.4 მილიარდი ლარი შეადგინა. ივნისში სახელმწიფო საგარეო ვალი დოლარებში 153 მილიონით გაიზარდა. საშინაო ვალი კი ივნისში 40 მილიონი ლარით გაიზარდა და 2.9 მილიარდი ლარი შეადგინა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.