საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ათეული

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ათეული

2023 წლის III კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 316 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 61.5%-ით ნაკლებია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, შემცირების გამომწვევი უმთავრესი მიზეზი სავალო ვალდებულებების და რეინვესტიციის მოცულობის შემცირებაა. ამავე პერიოდში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სააქციო კაპიტალი 2.5-ჯერ გაიზარდა და 590.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო რეინვესტიციის მოცულობა 30%-ით შემცირდა და 329.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა აშშ 51.8 მლნ აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 16.4% შეადგენს, მეორე ადგილზე გაერთიანებული სამეფოა 45.8 მლნ აშშ დოლარით (14.5%), ხოლო მესამეზე ნიდერლანდები – 45.3 მლნ აშშ დოლარით (14.3%).

მესამე კვარტალში უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ათეულია ამგვარია:

  1. აშშ – 51.8 მლნ აშშ დოლარი;
  2. გაერთიანებული სამეფო – 45.8 მლნ აშშ დოლარი;
  3. ნიდერლანდები – 45.3 მლნ აშშ დოლარი;
  4. თურქეთი – 23.3 მლნ აშშ დოლარი;
  5. ჩინეთი – 19.3 მლნ აშშ დოლარი;
  6. ესპანეთი – 16.5 მლნ აშშ დოლარი;
  7. აზერბაიჯანი – 16.4 მლნ აშშ დოლარი;
  8. ყაზახეთი – 15.5 მლნ აშშ დოლარი;
  9. დანია – 13.9 მლნ აშშ დოლარი;
  10. მალტა – 13.7 მლნ აშშ დოლარი.

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 80.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 25.4%-ია. მეორე ადგილს იკავებს ტრანსპორტის სექტორი 61.9 მლნ აშშ დოლარით (19.6%), ხოლო მესამეზე იმყოფება ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორი 41 მლნ აშშ დოლარით (13%). ხუთი უმსხვილესი ეკონომიკის სექტორის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 77.3% შეადგენს.