სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $12.56 მილიარდს გადააჭარბა. მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6%-ით არის გაზრდილი.
ექსპორტმა – $3.53 მილიარდს, იმპორტმა კი $9.03 მილიარდს გადააჭარბა. წლიურ ჭრილში პირველ შემთხვევაში 1.3%-იანი კლება, მეორე შემთხვევაში კი 2.9%-იანი მატება დაფიქსირდა.
2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსი $5.5 მილიარდს გადასცდა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.8%-ს შეადგენს.
ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.3% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული: ყირგიზეთი (587.5 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (446.5 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (407.2 მლნ. აშშ დოლარი).

ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.9% შეადგინა. უმსხვილესი საიმპორტო სამეული: თურქეთი (1 519.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 020.6 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (991.2 მლნ. აშშ დოლარი).

ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.2% შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები: თურქეთი (1 809.5 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 427.8 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 078.4 მლნ. აშშ დოლარი).
