საქართველოში მოქმედი ლოგისტიკური კომპანიების შემოსავლები

საქართველოში მოქმედი ლოგისტიკური კომპანიების შემოსავლები

ტრანსპორტი და ლოგისტიკა საქართველოს ეკონომიკის სულ უფრო მზარდი სექტორი ხდება. 2021 წლის განმავლობაში ამ საქმიანობით დაკავებული კომპანიების ჯამური შემოსავალი 7 მილიარდ ლარს აღწევდა, რაც წინა წელთან შედარებით 1.2 მილიარდი ლარით მეტია.

ოფიციალური მონაცემებით, ეს სფერო ქვეყანაში 62 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებდა, მათი ჯამური ანაზღაურება კი 1 მილიარდ ლარს აღემატებოდა.

კომპანიებს შორის, რომლებიც სატრანსპორტო სერვისების მიწოდებით არიან დაკავებული, უმსხვილესი „საქართველოს რკინიგზაა”, რომლის შემოსავალიც 2021 წელს 548 მილიონ ლარამდე გაიზარდა. რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ კი 2021 წელს რკინიგზა 53 მილიონი ლარის წმინდა მოგებაზე გავიდა. რკინიგზა მთლიანობაში 12 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

ლოგისტიკის სფეროში მეორე უმსხვილესი მოთამაშეა ფოთის პორტის ოპერატორი APM Terminals-ი, რომლის შემოსავალიც 2021 წელს – 187 მილიონ ლარს, წმინდა მოგება კი 83 მილიონ ლარს აჭარბებდა.

უმსხვილესი ქართული ლოგისტიკური კომპანიაა Pace ჯგუფი, რომელიც ფოთის პორტის რამდენიმე ნავმისადგომს მართავს. კომპანია ძირითადად ცენტრალური აზიიდან მომავალ სატრანზიტო ტვირთებს უწევს მომსახურებას. ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2021 წელს Pace ჯგუფის შემოსავალი 116 მილიონ ლარს აღწევდა.

კიდევ ერთი მსხვილი კომპანია, რომელიც ლოგისტიკური სერვისების მიწოდებით არის დაკავებული, საერთაშორისო საკონტეინერო ხაზი MSC-ია, რომელსაც 2021 წელს საქართველოში 86 მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა.

საქართველოს ლოგისტიკის სექტორის ბრუნვა 2011-2021 წლებში