საუდის არაბეთი მეგაპროექტზე, რომელიც ზომაში ბელგიას აღემატება, მუშაობას აგრძელებს

საუდის არაბეთი მეგაპროექტზე, რომელიც ზომაში ბელგიას აღემატება, მუშაობას აგრძელებს

საუდის არაბეთის კომპანიის Red Sea Development Co-ის მიერ 2020 წლის ბოლომდე ხუთი ბანკიდან აღებული სესხის რაოდენობა $3.7 მილიარდს მიაღწევს. Red Sea Development-ის ხელმძღვანელი იუწყება, რომ კომპანიის უძვირესი მეგაპროექტი, რომელიც ზომაში ბელგიას აღემატება, კვლავ მიმდინარეობს.

მეგაპროექტი სახელმწიფო კაპიტალდაბანდების ფონდის პროექტია, რომელიც დაახლოებით 10,000 კვადრატული მილის ტერიტორიაზე იშლება. ტერიტორიაზე აეროპორტის მშენებლობა უკვე დაწყებულია; 2022 წლის ბოლოსთვის, კი კომპანია 4 სასტუმროს გახსნას გეგმავს და დამატებით 12-ს მომდევნო წელს. პროექტი 2030 წელს დასრულდება და წელიწადში დაახლოებით 1 მილიონ ტურისტს მიიზიდავს.

კომპანია Red Sea Development-ი დამფინანსებლებს თავისი პროექტისთვის ერთი წელია უკვე ეძებს. კომპანიის აღმასრულებელი, ჯონ პაგანო დამფინანსებელი ბანკების სახელებს არ ასახელებს.

ამ დროისთვის კომპანიას 7 მილიარდი რიალის ტოლფასი კონტრაქტი აქვს გაფორმებული და წლის ბოლომდე ამ თანხის კიდევ 14 მილიარდ რიალამდე ($3.7 მილიარდი) გაზრდა სურს. “დაფინანსების საკითხის მოგვარება მეგაპროექტის პირველი ეტაპის გადალახვას ნიშნავს, სწორედ ამიტომ უნდა მოგვარდეს ეს ყველაფერი დროულად,” – დასძინა Red Sea Development-ის აღმასრულებელმა. 

მეგაპროექტის ფარგლებში უნდა გაშენდეს საუდის არაბეთის დასავლეთი სანაპირო, რაც ტურიზმის სექტორს კიდევ უფრო განავითარებს. ამ სექტორის გაზრდა საუდის არაბეთის პრინცის მუჰამედ ბინ სალმანის გეგმებში შედის, რათა ქვეყანამ ეკონომიკის შემოსავლის წყაროების დივერსიფიცირება შეძლოს.

აღსანიშნავია, რომ ეპიდვითარებიდან გამომდინარე შემცირებულმა ეკონომიკამ და დაბალმა ნავთობის ფასებმა ქვეყნის ორი მეგაპროექტის განვითარებაზე გავლენა არ იქონია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *