როგორც ჩანს, საუდის არაბეთის ხელისუფლება Apple-ის მთავარი მიმწოდებლის, ტაივანური Foxconn-ის შეთავაზებას განიხილავს. გარიგების თანახმად, ქვეყნის ახლადშექმნილ ტექნოლოგიურ ჰაბში – უდაბნოში აშენებულ ქალაქ ნეომში, Foxconn-ის მიკროჩიპების, ელექტრომანქანების სათადარიგო ნაწილებისა და კომპონენტების და სხვა ელექტრონული ნაწილების $9-მილიარდიანი ქარხანა უნდა აშენდეს, – ამის შესახებ პირველად The Wall Street Journal-მა დაწერა.
როგორც ირკვევა, ადგილმდებარეობის შეცვლას ტაივანური კომპანია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების ფონზე გეგმავს – ამგვარი შეთავაზებით, მათ არაბთა გაერთიანებულ საამიროებსაც მიმართეს. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მრავალმილიარდიანი ქარხნის აშენების სანაცვლოდ, Foxconn-ი გარკვეული წამახალისებელი ღონისძიებების გატარებას ითხოვს, მათ შორის თანადაფინანსებას, საგადასახადო შეღავათებსა და სუბსიდიების დაწესებას ითხოვს.