გასულ წელს Tencent-ის და Alibaba-ს საბაზრო კაპიტალიზაციას $1 ტრილიონზე მეტი დააკლდა

გასულ წელს Tencent-ის და Alibaba-ს საბაზრო კაპიტალიზაციას $1 ტრილიონზე მეტი დააკლდა

მას მერე, რაც დაახლოებით 13 თვის წინ, ინვესტორებმა მასობრივად დაიწყეს ჩინური კომპანიების აქციების გაყიდვა, ორმა ჩინურმა გიგანტმა Tencent-მა და Alibaba-მ საბაზრო კაპიტალიზაციის სახით, ჯამურად, $1 ტრილიონზე მეტი დაკარგეს.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის თებერვალში დაფიქსირებული ბაზრის პიკური მდგომარეობის შემდეგ, Hang Seng-ის ტექნოლოგიურმა ინდექსმა 65%-ით, ანუ $2.1 ტრილიონით იკლო – ამ ზარალის ნახევარზე მეტი, სწორედ Tencent-სა და Alibaba-ზე მოდის.

ცნობისთვის, ჩინური ტექნოლოგიური კომპანიების აქციათა ფასმა კლება მას მერე დაიწყო, რაც ჩინეთის ხელისუფლებამ ამ სფეროში არსებული რეგულაციები საგრძნობლად გაამკაცრა. ამასთანავე, ინვესტორები იმასაც შიშობენ, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის ფონზე, ჩინურ კომპანიებს ამერიკული საფონდო ბირჟებიდან გამოსვლა მოუწევდათ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *