საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისთვის - საქართველო 18-ე ადგილზეა

საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისთვის - საქართველო 18-ე ადგილზეა

EuCham-ი საუკეთესო ევროპული ქვეყნების 2020 წლის რეიტინგს აქვეყნებს საინვესტიციო მიმზიდველობის მიხედვით. ყოველწლიურ კვლევაში “საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისათვის” საქართველო 46 ქვეყანას შორის მე-18 ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ქვეყანა მე-16 ადილზე იყო.

რაც შეეხება სხვა ევროპულ ქვეყნებს, რეიტინგში პირველ ადგილზე დანიაა; მას მოსდევს შვედეთი, ნორვეგია, ფინეთი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი და გერმანია. ბოლო ადგილები კი უკრაინამ (46), ბოსნია-ჰერცოგოვინამ (45), ალბანეთმა (44) და რუსეთმა (43) დაიკავეს. რაც შეეხება რუსეთის გარდა, საქართველოს სხვა მეზობელ ქვეყნებს – აზერბაიჯანი 41-ე ადგილზეა, სომხეთი – 33-ზე, ხოლო თურქეთი 35-ზე. გამოდის, საქართველოს რეგიონში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.

EuCham-ი 46 ევროპულ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ გარემოს ყოველ წელს იკვლევს. საინვესტიციო მიმზიდველობით საუკეთესო ქვეყნების გამოსავლენად კვლევაში მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისა და საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსებია გამოყენებული.

წყარო: EuCham