სებ-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-მდე შეამცირა

სებ-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-მდე შეამცირა

ეროვნულმა ბანკმა რეალური მშპ-ს ზრდის ტემპს გადახედა და ის 0.5%-ით, 4.5%-მდე შეამცირა. მიზეზი საგარეო მოთხოვნის მოსალოდნელი შესუსტებაა ტურიზმის დინამიკის ფონზე.

“2019 წლის პირველ ნახევარში საგარეო სექტორის გაუმჯობესება გაგრძელდა. თუმცა, მეორე კვარტალის ბოლოს საგარეო სექტორიდან მომდინარე დამატებითი რისკები გამოიკვეთა – კერძოდ, შემცირდა მოსალოდნელი ტურისტული შემოსავლები. ამ ეტაპზე არსებული შეფასებით, ამ შოკის ჩათვლითაც კი, მოსალოდნელია, რომ 2019 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გაუმჯობესდება. საგარეო მოთხოვნის მოსალოდნელი შესუსტების ფონზე (ტურიზმის ექსპორტი), განახლებული შეფასებით, 2019 წლის რეალური მშპ-ის ზრდა 4.5 პროცენტი იქნება”, – განმარტავენ სებ-ში.