TBC ინვესტორებს მიმართავს

TBC ინვესტორებს მიმართავს

თიბისი ბანკი ინვესტორებს მიმართავს. ბანკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება ეხება 2007 და 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. აღნიშნულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით პროკურატურაში დაიბარეს TBC PLC-ის საბჭოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე. სწორედ TBC PLC-ის შვილობილია თიბისი ბანკი.

“მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭო წლის დასაწყისში დატოვეს. ისინი ბანკის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართულები აღარ არიან. აღვნიშნავთ, რომ თიბისი ბანკის, ან თიბისი ბანკის ჯგუფის არცერთი წევრის მიმართ ბრალდება არ გამოთქმულა”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე TBCBANK Group PLC-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ ხელახლა გასულ თვეს აირჩიეს. “აქციონერთა 97 პროცენტმა ხმა მისცა დირექტორთა საბჭოში ჩემი, როგორც თავმჯდომარის და ბადრი ჯაფარიძის, როგორც თავმჯდომარის მოადგილის ხელახალ არჩევას. თიბისი ბანკის ჯგუფის აქციონერთა შორის 105 ინსტიტუციონალური ინვესტორია, აშშ, დიდი ბრიტანეთი და კონტინენტური ევროპიდან”, – ამბობდა ხაზარაძე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *