საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის სექტემბერში, საქართველოში თვიური ინფლაციის დონე 0.3%-მდე, ხოლო წლიური ინფლაციის დონე 0.6%-მდე შემცირდა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
- ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.3%-ით. ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (6.1%), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.4%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (2.1%);
- ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.9%-ით. ფასებმა მოიმატა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (7.2%), ისე თამბაქოს ნაწარმზე (2.0%);
- სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.5%-ით. ფასები გაზრდილია როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე (11.1%), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (6.4%);
- კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.8%-ით.