სერენა უილიამსი საჩოგბურთო კარიერას ასრულებს

სერენა უილიამსი საჩოგბურთო კარიერას ასრულებს

ჩოგბურთის ლეგენდამ, სერენა უილიამსმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. აღნიშნულის შესახებ ჩოგბურთელმა ჟურნალ Vogue-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ისაუბრა. „არასდროს მომწონდა სიტყვა პენსიაზე გასვლა. შესაძლოა, ჩემი გადაწყვეტილების აღსაწერად საუკეთესო სიტყვა – განვითარებაა. მე ჩოგბურთისგან შორს მივდივარ, მიმართულებისკენ, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ – აცხადებს ის.

40 წლის ქალი ჩოგბურთელი კარიერაში 73 ინდივიდუალურ და 23 წყვილთა ჯილდოს ფლობს. მხოლოდ კორტზე სერენა უილიამსს 94 მილიონი აშშ დოლარი აქვს გამომუშავებული.

სერენა უილიამსი მსოფლიო დონის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ათლეტია. თუმცა, როგორც ჩანს ჩოგბურთელმა კარიერაში ყველა სასურველი რეკორდი ვერ მოხსნა. „მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ მარგარეტ კურტის 24 გრანდ სლემის ტიტულის რეკორდის გაუმჯობესება არ მინდოდა“ – აცხადებს ის.

სპორტსმენი საჩოგბურთო კარიერას აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ დაასრულებს, რომელიც აგვისტოს ბოლოდან სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. ამ პირველობაზე გამარჯვების შემთხვევაში კი მარგარეტ კურტის მსგავსად სერენა უილიამსსაც კარიერაში 24 გრანდ სლემის ტიტული ექნება მოპოვებული. „არ ვიცი მზად ვიქნები თუ არა ნიუ-იორკში გასამარჯვებლად, თუმცა შევეცდები გავიმარჯვო“ – წერს სერენა უილიამსი.

კარიერის განმავლობაში სერენა უილიამსს ისეთ კომპანიებთან უთანამშრომლია, როგორებიცაა: Nike, Audemars Piguet, Away, Beats, Bumble, Gatorade, Gucci, Lincoln, Nintentdo, Wilson და სხვა მრავალი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *