JPMorgan-ის ანალიტიკოსები: დროა, ინვესტორებმა აქციები საქონლით ჩაანაცვლონ

JPMorgan-ის ანალიტიკოსები: დროა, ინვესტორებმა აქციები საქონლით ჩაანაცვლონ

ამერიკული ფინანსური ინსტიტუტი JPMorgan Chase & Co.-ს ანალიტიკოსები, რომელთა შორის უოლ-სტრიტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული „ხარი“, მარკო კოლანოვიჩიც არის, მიიჩნევენ, რომ დადგა დრო, ინვესტორებმა საკუთარ პორტფელში არსებული აქციები სხვადასხვა ტიპის საქონლით უნდა ჩაანაცვლონ.

JPMorgan-ის აღნიშნული განცხადება ეფუძნება, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელფასო ჩარიცხვების მოსალოდნელზე კარგ დინამიკას, ასევე S&P 500-ის ინდექსის მიერ ივნისის შემდეგ დაფიქსირებულ 13%-იანი ზრდას და Bloomberg-ის მრავალპროფილური საქონლის ინდექსის შემცირებას.

ანალიტიკოსების შეფასებით, ის ფაქტი, რომ კაპიტალის ზრდის მაჩვენებელმა სხვა აქტივების ზრდის მაჩვენებელს გადაუსწრო, საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციისთვის კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს, თანაც რისკიანობის გაზრდის გარეშე. თუმცა, ანალიტიკოსების ამგვარმა განცხადებამ არ უნდა დაგაბნიოთ, რადგან მათი აზრით, კორპორაციული შემოსავლების ჯანსაღი მაჩვენებლების ფონზე, აქციები ზრდას წლის ბოლომდეც განაგრძნობს.

აღსანიშნავია, რომ კაპიტალის აქციებიდან სხვა აქტივებში გადატანისკენ მოწოდება მარკო კოლანოვიჩისთვის ერთგვარად უცხოა, რადგან ის ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკოსია კაპიტალური ბაზრების მიმართულებით, რომელიც აქციების ყიდვისაკენ საკუთარ კლიენტებს 2022 წლის საბაზრო ტურბულენტობის დროსაც მოუწოდებდა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ აქციების გაყიდვისაკენ კოლანოვიჩმა ინვესტორებს ამა წლის აპრილშიც მოუწოდა და არ შემცდარა, რადგან მას შემდეგ, S&P 500-ის ინდექსი შემდეგი ექვსი კვირის განმავლობაში იკლებდა. არ უნდა დაგვავიწყდეს კოლანოვიჩის მაისით დათარიღებული განცხადებაც, როცა მან საფონდო ბირჟების მიერ გადავადებული ფსკერის შესახებ საუბრობდა – ის ამ შემთხვევაშიც მართალი იყო, რადგან ფსკერზე აქციები მხოლოდ ივნისის შუა რიცხვებში დაეშვა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *