შანხაიში აზიის უდიდესი ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრი იხსნება

შანხაიში აზიის უდიდესი ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრი იხსნება

აზიის ერთ-ერთი უდიდესი ხელოვნური ინტელექტის (AI) მონაცემთა ცენტრი შანხაიში, ლინ-განგის თავისუფალ სავაჭრო ზონაში, ოფიციალურად ამოქმედდა. ცენტრში განხორციელებული ინვესტიცია $880 მილიონია, ის 130,000 კვადრატულ კილომეტრზეა გადაშლილი და 5,000 კომპიუტერის თაროს იტევს.

შანხაის ახალი მონაცემთა ბაზის ერთ-ერთი უპირატესობა მისი ულტრასიჩქარეა, რომლის საშუალებითაც 100 მილიარდი პარამეტრით მოდელების მომზადებაა შესაძლებელი, რომლებიც მილიონობით ბიზნესმოდელს ყველა ტიპის კომპანიისთვის უზრუნველყოფს. მონაცემთა ცენტრიდან ყველაზე დიდ სარგებელს ის კომპანიები მიიღებენ, რომლებიც ბიომედიცინის, საავტომობილო და მსგავს ინდუსტრიებში არიან წარმოდგენილნი.

მონაცემთა ცენტრში 3,74 exaFLOPS გამოთვლითი სიმძლავრეა დაპროექტებული, რომელიც ერთ-ერთი უძლიერესია აზიის მონაცემთა ცენტრებს შორის. ლინ-განგის თავისუფალ სავაჭრო ზონაში გახსნილი ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრი, სავარაუდოდ, დაახლოებით 50%-ით შეამცირებს ხაზის დაკარგვის მაჩვენებელს და მისი წლიური ენერგიის მოხმარებიდან დაახლოებით 45 მილიონ კილოვატ/საათს დაზოგავს.

შანხაის Supercomputer Center-ის დირექტორის განცხადებით, ტრადიციულ ალგორითმულ მეთოდებს მაღალი ენერგოხარჯები აქვს, თუმცა AI გამოთვლითი ტექნოლოგია ბევრად უფრო ეკოლოგიურად სუფთა საშუალება შეიძლება იყოს. მან ასევე აღნიშნა, რომ AI-გამოთვლა, მაღალსიჩქარიანი CPU-ამაჩქარებლის გამოყენებით, ყველაზე ეფექტიანი მეთოდი იქნება.

მსგავსი ფართომასშტაბიანი AI-მონაცემთა ცენტრის შექმნას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში. უკანასკნელ წლებში სწრაფად ვითარდებიან ისეთი ჩინური AI-შემქმნელები, როგორიცაა: SenseTime-ი, iFLYTEK-ი და Cambricon-ი. ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის ბოლოსთვის, ქვეყნის AI-ინდუსტრიის ღირებულება $63 მილიარდს გადააჭარბებს.