შოტლანდიის პირველი მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

შოტლანდიის პირველი მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

შოტლანდიის მთავრობის ხელმძღვანელი, პირველი მინისტრი ნიკოლა სტარჯონი თანამდებობიდან გადადგა.

სტარჯონი ქვეყნის ლიდერის როლს 8 წლის განმავლობაში ასრულებდა. გარდა ამისა, ის შოტლანდიის ნაციონალური პარტიის თავმჯდომარის პოზიციასაც იკავებდა.

სტაჯონის განმარტებით, მისი გადაწყვეტილება არავითარ კავშირში არაა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და აღნიშნული ქმედების მიღმა პირადი მიზეზები დგას.

ოპოზიციის შეფასებით, სტარჯონის გადადგომა სოციალურ რეფორმით გამოწვეული საპროტესტო ტალღითაა განპირობებული. მმართველი პარტიის ინიციატივით, საკანონმდებლო ორგანოში დარეგისტრირდა ახალი კანონპროექტი, რომელიც 16-დან 18 წლამდე მოქალაქეებს გენდერის ლეგალურად შეცვლის უფლებას აძლევს. აღნიშნული ინიციატივის წინააღმდეგ ოპოზიციურ პარტიებსა და შოტლანდიის მოქალაქეებს კრიტიკული დამოკიდებული ჰქონდათ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *