შვეიცარია თამბაქოს ნაწარმის რეკლამას თითქმის სრულად აკრძალავს

შვეიცარია თამბაქოს ნაწარმის რეკლამას თითქმის სრულად აკრძალავს

შვეიცარიის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა თამბაქოს ნაწარმის რეკლამის აკრძალვას ქვეყნის მასშტაბით ყველგან, სადაც შესაძლოა, ის ახალგაზრდებმა ნახონ. რეფერენდუმი რამდენიმე დღის წინ ჩატარდა და თამბაქოს რეკლამის აკრძალვის ინიციატივას კენჭისყრაში მონაწილეთა 57% დაეთანხმა.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიაში არსებული დემოკრატიული სისტემის მიხედვით, მსგავსი საკითხების გადაწყვეტაში მოსახლეობის ხმას უფრო დიდი ძალა აქვს, ვიდრე მათ მიერ არჩეული წარმომადგენლების პოზიციას. შვეიცარია ერთ-ერთი ქვეყანაა მსოფლიოს იმ მცირერიცხოვან სახელმწიფოებს შორის, რომლებიც მსგავს მიდგომას იყენებენ. ასეთი სისტემა შიდა საქმეების მოსაგვარებლად აშშ-ის ზოგიერთ ქალაქშიცაა დანერგილი.

France 24-ის ცნობით, თამბაქოს შვეიცარიის 8.7-მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი მოიხმარს და ამით გამოწვეული დაავადებებისგან ყოველწლიურად 9,500 ადამიანი იღუპება.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ადრე მიღებული კანონებით თამბაქოს ნაწარმის რეკლამა მხოლოდ ტელევიზიებსა და რადიოებში იკრძალებოდა, ხოლო სხვა მედიასაშუალებებში – დაშვებული იყო.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ სავაჭრო დაწესებულებებში სიგარეტის რეკლამების შემცირებას აქვს პოტენციალი, მწეველთა რაოდენობა 16%-ით შეამციროს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *