თბილისის დეველოპერულ ბაზარზე, სადაც მასშტაბი ხშირად წარმატების მთავარ საზომად იქცა, „ელია კონსტრაქშენმა“ და მისმა დამფუძნებელმა ილია შახმანოვმა საპირისპირო გზა აირჩია: მხოლოდ 14 აპარტამენტი, პრივატულობაზე აგებული კონცეფცია და პრემიუმ-კლასის ახალი მისამართი ელიას მთის Elysium-ში.
Elysium-ში მხოლოდ 14 ბინაა. რატომ გადაწყვიტეთ ასეთი მცირე პროექტის შექმნა უფრო დიდ მასშტაბზე გასვლის ნაცვლად?
დღეს ჩვენ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ბევრი რამ სწორედ მასშტაბის პრინციპით იქმნება – მეტი საცხოვრებელი ბინა, ქაოსი, სწრაფი ცხოვრების ტემპი. სანაცვლოდ, ჩვენ არჩევანი გავაკეთეთ ხარისხზე, დეტალებისადმი ყურადღებასა და ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც ადამიანს მართლაც კომფორტულად შეუძლია ცხოვრება და აპარტამენტების რაოდენობასაც პროექტის კონცეფცია განსაზღვრავს.
ამიტომ არ ყოფილა ჩვენი მიზანი რაც შეიძლება მეტი ბინის აშენება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მშვიდი, პრივატული და ჰარმონიული გარემოს შექმნა, სადაც ადამიანები კარგად იცნობენ მეზობლებს, პატივს სცემენ ერთმანეთის პირად სივრცეს და თავს გრძნობენ დაცულად და კომფორტულად.
შესაბამისად, შევარჩიეთ ბუტიკური, კამერული ფორმატი და პროექტში მხოლოდ 14 აპარტამენტით შემოვიფარგლეთ. ჩემი აზრით, დღეს ნამდვილი ფუფუნება არა მასშტაბში, არამედ ცხოვრების ხარისხშია. რაც უფრო მეტი ბინადარია შენობაში, მით უფრო ძნელია სიმშვიდისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნება.
გვჯერა, რომ ჩვენი პროექტის ხარისხი სრულად შეესაბამება მის ღირებულებას. ჩვენ მობინადრეებს ვთავაზობთ არა უბრალოდ საცხოვრებელ ფართს, არამედ ცხოვრების განსაკუთრებულ სტილს. მცირე ზომის აპარტამენტების დიდი რაოდენობა ამ კონცეფციას სრულიად შეცვლიდა და იმ ღირებულებებს დააკარგვინებდა, რომლებიც თავიდანვე დავდეთ მის საფუძვლად.
ჩვენი მთავარი მიზანია, მომავალ მობინადრეებს შევუქმნათ ცხოვრების მაღალი სტანდარტი, ყოველდღიური კომფორტი და ჰარმონიული გარემო, სადაც თავს ნამდვილად სახლში იგრძნობენ.
გარკვეული თვალსაზრისით, Elysium-ი ასახავს იმ ღირებულებებს, რის გამოც ბევრს უყვარს თბილისი – შესაძლებლობას, იყო დიდი ქალაქის ნაწილი და ამავდროულად შეინარჩუნო სიმშვიდე.

ყველა ძვირადღირებული საცხოვრებელი პროექტი ჰპირდება მყიდველებს ხარისხსა და კომფორტს. რა გამოარჩევს Elysium-ს და რატომ უნდა აირჩიონ თქვენი და არა სხვა პრემიუმ-პროექტები?
მოგახსენებთ. პირველ ყოვლისა, ჩვენ თავიდანვე განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ დაგეგმარებით გადაწყვეტილებებს. Elysium-ის აპარტამენტები მფლობელებს თავისუფალი დაგეგმარების ფორმატში გადაეცემათ და ეს გადაწყვეტილება სრულიად გააზრებული იყო.
რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ თითოეულ ადამიანს ცხოვრების საკუთარი სტილი, ჩვევები და იდეალური სახლის საკუთარი ხედვა აქვს. სწორედ ამიტომ არჩევანის თავისუფლება მომავალ მფლობელებს დავუტოვეთ.
პროექტის მთავარმა არქიტექტორმა და დიზაინერმა, ქალბატონმა ელენა ტროფიმოვამ, რომელიც გახლავთ დიზაინის საერთაშორისო სკოლის დამფუძნებელი, თითოეული აპარტამენტისთვის შეიმუშავა დაგეგმარების საბაზისო კონცეფცია, რომელიც შეიძლება გახდეს მომავალი საცხოვრებლის საფუძველი ან მარტივად მოერგოს დამკვეთის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და სურვილებს. მომხმარებელთა კომფორტისთვის ასევე მომზადდა ინტერიერის დიზაინის ოთხი განსხვავებული კონცეფცია, რაც მყიდველებს საშუალებას აძლევს, პირველივე ეტაპზე ნათლად წარმოიდგინონ საკუთარი მომავალი საცხოვრებელი სივრცე.
ამასთანავე, შევეცადეთ, მომავალი მფლობელებისთვის ზედმეტი სირთულეები თავიდან აგვეცილებინა. აპარტამენტებში უკვე მოწყობილია ყველა აუცილებელი საინჟინრო კომუნიკაცია – გათბობის სისტემა, ცხელი და ცივი წყალმომარაგება, ასევე შესრულებულია იატაკის მოჭიმვა. ეს მფლობელებს საშუალებას აძლევს, საცხოვრებლის მოწყობას გაცილებით სწრაფად და მარტივად შეუდგნენ.
ბუნებრივია, შესრულებული სამუშაოების მაღალი სტანდარტის შენარჩუნებისთვის, მშენებლობის მთელი პროცესის განმავლობაში ხორციელდებოდა ხარისხის ყოველდღიური მკაცრი კონტროლი. არსებულმა მიდგომამ ჩვენ ძალიან გაგვიმარტივა ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები. ამჟამად სახლი უკვე მიღებულია ექსპლუატაციაში და დაერთებულია ყველა კომუნიკაცია.
Elysium-ში ინტეგრირებულია თანამედროვე საინჟინრო სისტემები, მიწისქვეშა დახურული პარკინგი, 24-საათიანი ფიზიკური დაცვა, ვიდეომეთვალყურეობა, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სისტემები, სარეზერვო გენერატორი და სასმელი წყლის რეზერვუარი. ყოველივე ეს უზრუნველყოფს შენობის ავტონომიურ ფუნქციონირებას დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მათ შორის გაუთვალისწინებელ ვითარებებშიც.
სახლს ემსახურება კომპანია KONE-ის ლიფტები – მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის ლიფტური სისტემების სფეროში. მათი დიზაინი სპეციალურად Elysium-ისთვის შეიქმნა.
გარდა ამისა, შეგნებულად შევინარჩუნეთ ფართო და კომფორტული დაგეგმარებითი გადაწყვეტები. ყველა აპარტამენტი გამჭოლი ტიპისაა, რაც უზრუნველყოფს ბუნებრივი განათებისა და ვენტილაციის მაქსიმალურ დონეს, ქმნის სივრცის განცდას და მნიშვნელოვნად ზრდის საცხოვრებელი გარემოს კომფორტს.
და, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთო გამოყენების ტერასა ნამდვილი სამოთხეა. ასობით მცენარისა და ყვავილის გარემოცვაში მოწყობილია ფიტნესსივრცე (იოგა, ჯაკუზი, შეზლონგები) და ლაუნჯ-ზონა, ჩვენს მობინადრეებს შეეძლებათ თბილისის 360–გრადუსიანი პანორამული ხედებით დატკბნენ, შეხვდნენ აისსა და დაისს.
აღსანიშნავია, რომ თითოეული აპარტამენტის ტერასაც უნიკალურია და მათგანაც ხელისგულზეა გადაშლილი თბილისი.
ვფიქრობ, ამ ნიშან-თვისებების ერთობლიობა საკმარისზე მეტი მიზეზია ჩვენი მომავალი მცხოვრებლებისთვის, რათა ჩვენთან დაიდონ ბინა.
საცხოვრებელი ელიაზე მდებარეობს, რაც თბილისში ძვირადღირებული ბინისთვის არაკონვენციური ლოკაციაა. რა გაძლევთ რწმენას, რომ ამ ადგილმდებარეობას გრძელვადიანი პერსპექტივა აქვს? ასევე, როგორ ხედავთ მომავალში ამ უბნის განვითარებას?
ჩვენი შეფასებით, უახლოეს წლებში ელიას დასახლების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება. ის დღეს უკვე არის თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ლოკაცია, რადგან აერთიანებს ქალაქის ცენტრთან სიახლოვეს, უნიკალურ პანორამულ ხედებსა და პრემიუმ-დონის საცხოვრებელი გარემოს განვითარების მაღალ პოტენციალს.
როდესაც ეს ადგილი შევარჩიეთ და Elysium-ზე მუშაობა დავიწყეთ, ამ ტერიტორიაზე ახალი სამთავრობო უბნის განვითარების გეგმების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არსებობდა. თუმცა პროექტის ექსპლუატაციაში შესვლიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ სწორედ აქ იგეგმება არაერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების განთავსება.
ჩვენთვის ეს კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ ლოკაცია სწორად შევარჩიეთ. სტრატეგიული მდებარეობის, შთამბეჭდავი ხედებისა და ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ხარისხის გამო მისი პოტენციალი თავიდანვე დავინახეთ, მოგვიანებით გამოცხადებულმა განვითარების გეგმებმა კი კიდევ უფრო გამოკვეთა ამ ტერიტორიის მნიშვნელობა ქალაქის მომავალი განვითარების კონტექსტში.
გვჯერა, რომ მომავალში ელია კიდევ უფრო მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს თბილისის ურბანულ განვითარებაში და დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნად და პრესტიჟულ საცხოვრებელი უბნად ჩამოყალიბდება.

უშუალოდ შენობის გარდა, რას მოუტანს Elysium-ი ელიასა და ადგილობრივ მცხოვრებლებს?
ვფიქრობ, კარგმა დეველოპერულმა პროექტმა ქალაქი უკეთესი უნდა გახადოს.
არქიტექტურა ათწლეულებით, ზოგჯერ კი საუკუნეებით რჩება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პროექტის შექმნა, რომელიც პატივს სცემს ქალაქს, მის ისტორიას, ხასიათსა და იმ ადამიანებს, რომლებიც იქ იცხოვრებენ.
ჩემი აზრით, დეველოპერის ამოცანა მხოლოდ მშენებლობიდან მიღებული ფინანსები არ უნდა იყოს. მისი მიზანი უნდა იყოს ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ქალაქის განაშენიანებასა და ადამიანების ცხოვრების ხარისხზე დადებით გავლენას მოახდენს.
ჩვენ ამ სახლში ვიცხოვრებთ ოჯახებით, ამიტომ Elysium-ზე მუშაობისას მიღებულ თითოეულ გადაწყვეტილებას ერთი მარტივი კითხვით ვაფასებდით: კომფორტული იქნება თუ არა ეს ჩვენთვის?
როდესაც იცი, რომ ამ სივრცეში ცხოვრების მრავალი წლის გატარებას აპირებ, პროექტის მიმართ დამოკიდებულებაც სრულიად იცვლება.
სწორედ ამიტომაც გამოვიდა Elysium-ი ისეთი, როგორიც თავიდანვე გვქონდა წარმოდგენილი – ადამიანზე ორიენტირებული.
ჩვენთვის Elysium-ი იმ იდეის გამოხატულებაა, რომ ჭეშმარიტად ღირებული რამ იშვიათად არის მასობრივი. მას სჭირდება დრო, ყურადღება და დეტალებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება.
სწორედ ამ ფილოსოფიის განხორციელებას ვცდილობდით მთელი პროექტის განმავლობაში და სწორედ ეს შეგრძნება, „შინ ყოფნა“, არის ჩვენი მუშაობის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი.
რაც შეეხება ელიას დასახლებას, ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც პრემიუმ-კლასის პროექტ Elysium-ის მშენებლობა გადაწყვიტა ამ რაიონში. ელიაზე უკვე საგრძნობლად გაიზარდა საინვესტიციო მიწის ნაკვეთების ფასები, ასევე დაიწყო ახალი პროექტების მშენებლობა და, ბუნებრივია, მობინადრეები, რომლებიც საზოგადოების შეძლებულ ფენას წარმოადგენენ, მაღალი სტანდარტის მომსახურებას მოითხოვენ მათი მოთხოვნილებებისა და ცხოვრების წესის შესაბამისად, რაც მთელ დასახლებას უფრო მეტი ინვესტიციისა და განვითარების შესაძლებლობას მისცემს.
S









