Singular-მა Employer Brand Awards Adria 2023-ზე სამი ჯილდო მოიპოვა

Singular-მა Employer Brand Awards Adria 2023-ზე სამი ჯილდო მოიპოვა

Singular მა, Flutter Entertainment-ის ტექნოლოგიურმა ბრენდმა სამი ჯილდო მიიღო წლევანდელ Employer Brand Awards Adria 2023-ზე, რომელიც ჩატარდა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც Singular-მა მიიღო მონაწილეობა Adria Awards-ში და გაიმარჯვა შემდეგ კატეგორიებში: საუკეთესო დამსაქმებლის ბრენდი – გარე კომუნიკაცია, საუკეთესო დამსაქმებლის ბრენდი – საშუალო ზომის კომპანიები და საუკეთესო დამსაქმებლის ბრენდის გუნდი.

„Singular-ის საწყისი ნაბიჯებიდან მოყოლებული კომპანიის კულტურაში ინვესტიცია არის ჩვენი პრიორიტეტი და ამისათვის გვჭირდებოდა საუკეთესო დამსაქმებლის ბრენდინგის გუნდი, რომელიც გაიგებდა ჩვენს ხედვას და გააცოცხლებდა მას. ეს ჯილდოები იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ გვერდით გვყავს სწორი ხალხი და მე ძალიან ვამაყობ ამ მიღწევებით“, – ამბობს გიორგი შამუგია, Singular-ის მმართველი დირექტორი.

The Best Employer Brand Adria Awards-ი ყოველწლიურად იმართება და აჯილდოებს სხვადასხვა ინდუსტრიის კომპანიებსა და ინდივიდებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს დამსაქმებლის ბრენდის სექტორში. კატეგორიები, რომლებშიც Singular-ი გამოცხადდა გამარჯვებულად ფოკუსირებულია სხვადასხვა ასპექტზე, როგორიცაა: შიდა და გარე კომუნიკაციის თანმიმდევრულობა და კრეატიულობა, კომპანიის ღირებულებები როგორც დამსაქმებლის ბრენდის აქტივობების ნაწილი, კამპანიის შედეგები, მაგრამ ასევე, მთავარია, თანამშრომლის გამოცდილება ამ ყველაფერში.

„ადრიას ჯილდოები არის დიდი აღიარება იმ ძალისხმევისთვის, რომელიც ჩვენ გავწიეთ ძლიერი დამსაქმებლის ბრენდის შესაქმნელად, რადგან ჩვენ ნამდვილად გვჯერა, რომ ეს სარგებელს მოუტანს როგორც კომპანიას, ასევე თანამშრომლებს“, – ამბობს სანათა ჩარგაზია, ადამიანური რესურსებისა და დამსაქმებლის ბრენდინგის ხელმძღვანელი. „როგორც თანამშრომლების კეთილდღეობაზე ორიენტირებული კომპანია, ჩვენ მიზნად ვისახავთ გამორჩეული სამუშაო გამოცდილების შეთავაზებას, და ამაში ჩვენი დამსაქმებლის ბრენდი დიდ როლს თამაშობს.

წლების განმავლობაში Singular-მა განიცადა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია – ათი წლის წინ დაარსებიდან – დღევანდელ გლობალურ დამსაქმებლამდე, მაგრამ მიუხედავად ორგანიზაციული ცვლილებებისა, დამსაქმებლის ბრენდი და კომპანიის კულტურა მუდამ იყო სინგულარის გუნდის მთავარი პრიორიტეტი.

რაც განასხვავებს Singular-ის დამსაქმებლის ბრენდს არის კომპანიის სტრატეგიული მიდგომა და მკვეთრი ფოკუსი თანამშრომლების გამოცდილებაზე, რაც მათ აქტიურ როლს განაპირობებს როგორც კულტურის, ასევე ბრენდის ჩამოყალიბების პროცესში. მათი დადებითი უკუკავშირი და თანამონაწილეობა კიდევ უფრო დაეხმარა კომპანიას შექმნას და შეინარჩუნოს ძლიერი ბრენდის იმიჯი ისეთ არასტაბილურ დროსაც კი როგორიც პანდემიაა.

Singular-ის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საუკეთესო ტალანტების მოსაზიდად და შესანარჩუნებლად, კომპანიები უნდა იყვნენ მზად, მოუსმინონ თავიანთ თანამშრომლებს, განახორციელონ მათი შემოთავაზებები და დაინახონ დამსაქმებლის ბრენდი, როგორც ინვესტიცია, რომელიც იძლევა ნაყოფიერ შედეგს მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ მასში მუდმივად ჩადებთ რესურსებს.

Singular-ის ძალისხმევამ დამსაქმებლის ბრენდის მიმართულებით, ასევე ბრენდინგის სტრატეგიებისა და კამპანიების წარმატებამ კომპანიას კონკურენტული უპირატესობა მიანიჭა და იგი პოზიციონირებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ტექნოლოგიური კომპანია საქართველოში, მაკედონიასა და მალტაში.

Singular-ის, კომპანიის კულტურისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ.

S