SpaceX-ი მთვარეზე ადამიანების გაგზავნას 2024 წლამდე გეგმავს

SpaceX-ი მთვარეზე ადამიანების გაგზავნას 2024 წლამდე გეგმავს

NASA-ს მიერ დაფინანსებული არტემისის პროექტის ფარგლებში SpaceX-ი ვადაზე ადრე, 2024 წლამდე ადამიანების მთვარეზე გაგზავნას აანონსებს.

NASA-ს მიერ კოსმოსური ხომალდის დასამზადებლად და HLS-ის მისიისთვის ილონ მასკის კომპანიის შერჩევას სასამართლო დავა მოჰყვა, SpaceX-ის კონკურენტი კოსმოსური კომპანიების, ბეზოსის Blue Origin-ისა და Dynetics-ის მხრიდან, რომლებმაც სარჩელი „მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურში“ (GAO) შეიტანეს. NASA-მ გააუქმა სამუშაოების გაგრძელებაზე გაცემული ბრძანება და SpaceX-სთვის გადასახადის გადახდაც დაიწყო, რომელიც თავის მხრივ 2024 წლამდე HLS-ის მისიის განხორციელებას აანონსებს.

NASA-ს და ილონ მასკის SpaceX-ის შორის დადებულ შეთანხმება NextStep 2-ის ნაწილია, რომელიც Artemis III-ის ასტრონავტების მთვარეზე დაბრუნებას გულისხმობს. კოსმოსური სააგენტოს მიერ SpaceX-ის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ბიუჯეტის შემცირება და განრიგი იყო. 30 ივლისს, მას შემდგომ, რაც NASA-მ უარყო ბეზოსის კომპანიის სარჩელი, გადაიხადა პირველი კომპენსაციაც ილონ მასკის კომპანიისთვის, რომელიც 439.6 მილიონი აშშ დოლარიდან, $300 მილიონს გულისხმობდა. რაც შეეხება მთლიანად კონტრაქტს, მისი ღირებულება 3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია.

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელ Twitter-ის მომხმარებელმა არტემისის პროგრამისა და მთვარის ვარსკვლავური ხომალდის შექმნის შესახებ კითხვით პირდაპირ ილონ მასკს მიმართა.  “Everything Artemis”-ს აინტერესებდა ელოდა თუ არა მასკი 2024 წლისთვის ასტრონავტების დაბრუნებას მთვარის ზედაპირზე, რაზეც მასკმა უპასუხა, რომ არტემისის პროგრამა დათქმულ ვადაზე უფრო ადრეც დასრულდებოდა.

შეგახსენებთ, რომ SpaceX HLS-ის კონცეფცია Startship-ის მოდიფიცირებული ვერსიაა. უახლესი მოდელირებისა და ილონ მასკის ბოლო განცხადებების თანახმად, მას ექნება უფრო მაღალი დატვირთვა, ასევე ის არ საჭიროებს სითბურ ფარს და დიდი მოცულობის გაზის საყრდენ პაკეტებს.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ NASA ყველანაირად ცდილობს მთვარეზე ასტრონავტები 2024 წლამდე დააბრუნოს, დიდი შანსი არსებობს რომ გარკვეული პრობლემები და შეფერხებები, მაგალითად GAO-ს ბრძანების გამო 4-თვიანი შეფერხება, ასევე კოსმოსურ კოსტიუმებთან დაკავშირებული პრობლემები და მრავალი სხვა ფაქტორი კოსმოსურ სააგენტოს გეგმის დროზე ადრე შესრულებას შეაფერხებს.