„Spider-Man: No Way Home“ პანდემიის ეპოქის პირველი ფილმი გახდა, რომლის გაყიდვებმაც მსოფლიო სალაროებში $1 მილიარდს გადააჭარბა. პანდემიის რეკორდს ადამიანი-ობობას ახალმა ფილმმა თითქმის 12 დღეში მიაღწია და 2015 წლის „Star Wars: The Force Awakens“-ს დაეწია, მესამე ფილმს, რომელმაც $1 მილიარდი ყველაზე სწრაფად გამოიმუშავა. „Avengers: Infinity War“-ისა და „Avengers: Endgame“-ის რეკორდი შესაბამისად თერთმეტი და ხუთი დღეა.
შთამბეჭდავია, რომ „Spider-Man: No Way Home“-ის გაყიდვებმა $1 მილიარდს კორონავირუსის ახალი, სწრაფად გავრცელებადი შტამის, ომიკრონის პერიოდში მიაღწია. ბოლო 2 წლის განმავლობაში არცერთი ჰოლივუდური ნამუშევარი სალაროების შემოსავლით ამ ნიშნულს არ მიახლოებია. აქამდე 2021 წლისა და პანდემიის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი MGM-ის ჯეიმს ბონდის გაგრძელება „No Time to Die“ იყო, გლობალურად სალაროებიდან მიღებული $774 მილიონით. მხოლოდ შიდა შემოსავლებით, „Spider-Man: No Way Home“-მა $467 მილიონი გამოიმუშავა, რაც ორჯერ აღემატება „დისნეისა“ და „მარველის“ ყველაზე შემოსავლიან შემდეგ ფილმს, „Shang-Chi and the Legend of the Ten Rings”-ს, რომელმაც ქვეყნის ფარგლებში $224 მილიონის შემოსავალი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ „Spider-Man: No Way Home“-მა რეკორდი ჩინეთში ჩვენების გარეშე დაამყარა, რომელიც ამჟამად მსოფლიოში კინოს ყველაზე დიდი ბაზარია. შეგახსენებთ, რომ ახალ „ადამიან-ობობასთან“ ერთად კინოთეატრებში რამდენიმე ახალი ფილმი, მათ შორის „The Matrix Resurrections“-ი, „Sing 2“-ი და „The King’s Man“-ი გადის.