Starbucks-ი ვაშინგტონის შტატს კოვიდ-ვაქცინაციის ცენტრების მოწყობაში დაეხმარება

Starbucks-ი ვაშინგტონის შტატს კოვიდ-ვაქცინაციის ცენტრების მოწყობაში დაეხმარება

Starbucks-ი ვაშინგტონის შტატს კოვიდ-ვაქცინაციის ცენტრების მოწყობაში დაეხმარება. კერძოდ, კომპანია ცენტრების ორგანიზატორებს ტექნოლოგიებს და ლოგისტიკურ გამოცდილებას გაუზიარებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავად Starbucks-ის მაღაზიები და კაფეები კოვიდ-ვაქცინაციის ცენტრებად იქცევა.

Starbucks-ი, რომელიც სიეტლშია ბაზირებული, რამდენიმე თანამშრომელს გამოყოფს, რომლებიც ვაქცინაციის ლოკაციების ეფექტურად არჩევაში, გამოყენებასა და მოწყობის პროცესში მიიღებენ მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ვაქცინაციის პროცესში მთავრობა თანამშრომლობს არაერთ კერძო კომპანიასთან, მათ შორის ფარმაცევტულ კომპანიებთან CVS-თან და Walgreens-თან, ასევე Walmart-სა და Kroger-თან. ისინი ხელისუფლებას ვაქცინის დისტრიბუციაში ეხმარებიან, თუმცა, Starbucks-სთან თანამშრომლობა უნიკალურია იმ კუთხით, რომ ეს უკანასკნელი სამედიცინო სფეროსთან არანაირ კავშირში არაა.

“Starbucks-ი არაა ჯანდაცვის სფეროში მომუშავე კომპანია, თუმცა, ჩვენ 33 000 მაღაზიას ვმართავთ და კვირაში 100 მილიონ მომხმარებელს ვემსახურებით“, – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა კევინ ჯონსონმა.

ცნობისთვის, ვაშინგტონის შტატმა ამდრომდე ფედერალური მთავრობისგან მიღებული ვაქცინის მარაგის მხოლოდ 35%-ის ადმინისტრირება შეძლო. ვაქცინების დისტრიბუცია საკმაოდ რთული აღმოჩნდა, ადგილობრივი ჯანდაცვი უწყებები ლოგისტიკურ გამოწვევებზე საუბრობენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *