კომპანია Shaya Turkey, რომელიც თურქეთსა და აზერბაიჯანში ყავის ცნობილი ბრენდის Starbucks-ის ოპერატორია, საქართველოში შემოდის.
Shaya Turkey 2002 წელს კუვეითში დაფუძნდა. დღეისთვის კომპანია არაერთი ცნობილი ბრენდის ოპერატორია თურქეთის მასშტაბით.
კომპანია საქართველოში Starbucks-ის ადგილობრივ მენეჯერს ეძებს და ამ მიზნით ვაკანსიასაც აცხადებს.
ყავახანების ამერიკული ქსელის ერთი ობიექტი, თბილისში, სავაჭრო ცენტრ Tbilisi Mall-ში გაიხსნება. Starbucks-ის ყავახანის გახსნაზე ისინი მოლაპარაკების დასკვნით ეტაპზე არიან და კაფე სავარაუდოდ შემოდგომისთვის გაიხსნება.