ნიკოლაი უსკოვი Forbes Russia მთავარი რედაქტორის პოსტს ტოვებს

ნიკოლაი უსკოვი Forbes Russia მთავარი რედაქტორის პოსტს ტოვებს

გადაწყვეტილება უსკოვის Forbes Russia-დან წასვლაზე კომპანია ACMG მეპატრონე ალექსანდრე ფედოტოვმა მიიღო, რომელიც Forbes მფლობელია რუსეთში სხვა საგამომცემლო ბრენდებთან ერთად. ACMG ოფიციალურ განმარტებაში ნათქვამია, რომ საგამომცემლო სახლი უკმაყოფილოა “სარედაქციო მუშაობის ხარისხით”. 

თავის მხრივ ვალში არც ნიკოლაი უსკოვი დარჩა, რომელმაც თავის Facebook გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი დასტურით, რომ ტოვებს Forbes-ს და ამის მიზეზი არის მისი მონაწილეობა რადიოსადგურის “ეხო მოსკვი”-ს გადაცემაში “განსაკუთრებული აზრი”. 

ნიკოლაი უსკოვი ასევე აღნიშნავს, რომ გამომცმელს ჰქონდა მცდელობაც და შეთავაზებაც ემსჯელათ კომპენსაციაზე, რომელიც უსკოვისთვის დაახლოებით 100.000 დოლარს შეადგენდა, თუმცა Forbes ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა უარი თქვა აღნიშნულ თანხაზე რათა, როგორც თავად წერს: “დაიცვა გამოცემის რეპუტაცია და ღირსება”. ნიკოლოაი უსკოვი კომპანია ACMG მეპატრონეს და Forbes მთავარ აქციონერს მოიხსენიებს როგორც დილეტანტს, რომელიც ცდილობდა გამოცემის საკუთარი ფანტაზიების და სურვილების ასპარეზად ქცეულიყო.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლაი უსკოვი რუსულ Forbes-ს ხელმძღვანელობს 2016 წლის იანვრიდან. უსკოვი მანამდე ხელმძღვანელობდა პროექტს “სნობი” და იყო GQ მთავარი რედაქტორი. უსკოვის წასვლის შემდეგ, Forbes Russia მთავარი რედაქტორის მოვალეობას შეასრულებს ნიკოლაო მაზურინი, რომელიც აქამდე გამოცემის შეფ რედაქტორის პოსტს იკავებდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *