სტრატეგიული ბომბდამშენი B-21-ის პირველი ფრენა წარმატებით შესრულდა

სტრატეგიული ბომბდამშენი B-21-ის პირველი ფრენა წარმატებით შესრულდა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკულმა სტელსის ტიპის სტრატეგიულმა ბომბდამშენმა, B-21-მა პირველი სატესტო ფრენა წარმატებით განახორციელა. ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპანიის, Northrop Grumman-ის მიერ წარმოებული სტრატეგიული ბომბდამშენი მომდევნო თაობის საფრენი აპარატია, რომელსაც რთულ პირობებში შორ მანძილზე დიდი მოცულობის საბრძოლო მასალის გადატანა და გამოყენება შეეძლება.

საინტერესოა, რომ B-21 ასევე პირველი სტელსის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენია, რომელიც აშშ-მა კონკრეტულად ჩინეთისგან მომდინარე საფრთხის გასამკლავებლად შექმნა. აღნიშნული მოდელის წარმატებით გამოცდა ამერიკული საბრძოლო ავიაციისათვის მომდევნო დიდ წარმატებას წარმოადგენს. B-21 ისეთი ტიპის საბრძოლო საფრენ აპარატს განეკუთვნება, რომელსაც ბრძოლის ველზე გარდამტეხი უპირატესობის მოპოვება შეუძლია. სტრატეგიული მნიშვნელობის საბრძოლო თვითმფრინავებიდან იმავე სახის გარდატეხა ისეთი საფრენი აპარატების პირველ გამოცდებს მოჰყვა, როგორიცაა: B-17 ტიპის მძიმე ბომბდამშენი, F-117 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი, B-2 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი და F-22 ტიპის გამანადგურებელი.

ცნობისათვის, ფრენა B-21-ის საწარმოო წარმომადგენლობითმა აპარატმა განახორციელა, განსხვავებით წინა სატესტო ფრენებისაგან, რომლებიც ბომბდამშენის პროტოტიპებს წარმოადგენდნენ. თუმცა საფრენი აპარატის სრულ საოპერაციო მზადყოფნაში მისაღებად ის ყველა ტექნოლოგიითა თუ საბრძოლო სისტემით უნდა აღიჭურვოს.

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გეგმით, B-21 Raider-მა 2040 წლისთვის სტრატეგიული ბომბდამშენები B-1 Lancer-ი და B-2 Spirit-ი, მოგვიანებით კი B-52 Stratofortress-ი უნდა ჩაანაცვლოს.